ტექნოლოგიები

Zeiss Opmi Pentero – Blue 400

Zeiss Opmi Pentero - წარმოადგენს მაღალი ხარისხის ნეიროქირურგიულ ოპტიკურ მიკროსკოპს. მისი საშუალებით ქირურგს შეუძლია ნავიგაცია მოახდინოს ყველაზე დელიკატურ სტრუქტურებში და ღრმა არხებში მრავალსაათიანი ოპერაციების მანძილზე.

Blue 400 არის პირველი მიკროსკოპში სრულად ინტეგრირებული ფლუროსცენციის მოდული. ფლუოროსცენციის დახმარებით წარმოებული ინტრააქსიალური სიმსივნეების რეზექცია - თავის ტვინის სიმსივნეების ქირურგიული მკურნალობის უახლესი მეთოდია, რომელიც რეგიონში პირველად თოდუას კლინიკაში დაინერგა. ამ მეთოდით პაციენტი უშუალოდ ოპერაციის წინ პერორალურად იღებს 5-ალმ-ს, რაც იწვევს სიმსივნური ქსოვილის ფლუორესცენციას (ნათებას).

აღნიშნული მეთოდის საშუალებით ხდება სიმსივნის ვიზუალიზაცია და თავის ტვინის საღი ქსოვილისაგან ადეკვატური დიფერენციაცია, მისი მაქსიმალური რეზექცია, რაც ზრდის რეციდივის გარეშე პერიოდსა და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას.

გაზიარება

სხვა ტექნოლოგიები