არდი დაზღვევა თოდუას კლინიკაში
ყოველდღიური სტრესი, ცხოვრების სტილი და დაბინძურებული გარემო მავნე ზემოქმედებას ახდენს ჩვენს ჯანმრთელობაზე. უფრო და უფრო იზრდება დაავადებების რიცხვი, მათ შორის, ქრონიკული პრობლემების. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისების მიღება. სწორედ ამას სთავაზობს მომხმარებელს სადაზღვევო კომპანია Ardi-სა და თოდუას კლინიკის თანამშრომლობა.
პოლისის მქონე პაციენტები შეძლებენ ისარგებლონ Ardi-ის ჯანმრთელობის დაზღვევის ყველა უპირატესობით და მიიღონ ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება. თოდუას კლინიკა წამყვანი სამედიცინო ცენტრია პროფესიონალებითა და ინოვაციური მიდგომით, რაც მას ერთერთ სანდო დაწესებულებად აქცევს არა მხოლოდ ქვეყნის, რეგიონის მასშტაბითაც.
რა სერვისებს გვთავაზობს თოდუას კლინიკა?
თოდუას კლინიკა წარმოადგენს მულტიპროფილურ სამედიცინო ცენტრს, რომელიც უზრუნველყოფს ფართო სპექტრის სამედიცინო მომსახურებებს. კლინიკაში ქვეყნის წამყვანი სპეციალისტები სხვადასხვა მიმართულებით ყოველდღიურად ეხმარებიან პაციენტებს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.
ონკოლოგიური განყოფილება კლინიკის ერთ-ერთ წამყვან მიმართულებას წარმოადგენს, სადაც პაციენტები იღებენ კომპლექსურ მკურნალობასა და თანამედროვე თერაპიას. დიაგნოსტიკური სერვისები მოიცავს MRI, CT სკანირებას , რენტგენის გამოკვლევებსა, სრულფასოვან ლაბორატორიულ მომსახურებას და სხვა
ამბულატორიული მომსახურება ფარავს ყველა ძირითად პროფილს, მათ შორისაა თერაპია, ნევროლოგია, ენდოკრინოლოგია, გინეკოლოგია, უროლოგია, კარდიოლოგია და მრავალი სხვა.
არდი დაზღვევა - ხელმისაწვდომი სერვისები კლინიკაში
Ardi წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე სანდო სადაზღვევო კომპანიას საქართველოს ბაზარზე, რომელიც სპეციალიზირებულია ჯანმრთელობის დაზღვევაზე. კომპანია გამოირჩევა თავისი ინოვაციური მიდგომითა და მაღალი ხარისხის მომსახურებით. ის მუდმივად ზრუნავს პაციენტების საჭიროებებზე და აფართოებს პარტნიორი მედიცინის დაწესებულებების ქსელს.
თუკი გაქვთ არდის დაზღვევა, ნიშნავს, რომ თქვენი პოლისით გათვალისწინებული ნებისმიერი სამედიცინო მომსახურება შეგიძლიათ მიიღოთ თოდუას კლინიკაში. Ardi სადაზღვევო მომსახურების პირდაპირი პროვაიდერია, ეს კი ნიშნავს, რომ პოლისის მქონე პაციენტებს ბევრად გამარტივებულად შეუძლიათ სერვისებით სარგებლობა.
რომელ სერვისებზე გექნებათ წვდომა კლინიკაში? - ეს სრულადაა იმაზე დამოკიდებული, თუ როგორი პოლისით სარგებლობთ. შესაძლოა თქვენთვის მნიშვნელოვანი პრევენციული სამედიცინო მომსახურება და რუტინული კვლევები იყოს, ან რომელიმე ქრონიკული დაავადების მართვა - Ardi-ს სადაზღვევო პაკეტები მაქსიმალურად შეგიძლიათ, თქვენს ინდივიდუალურ საჭიროებებს მოარგოთ.
ჯანმრთელობის დაზღვევის მნიშვნელობა
ჯანმრთელობის დაზღვევა არის ინვესტიცია თქვენს მომავალში. ჯანმრთელობის პრობლემები შეიძლება გაუთვალისწინებლად წარმოიშვას და შეგიქმნათ სერიოზული ფინანსური პრობლემები. დაზღვევა უზრუნველყოფს, რომ ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება ხელმისაწვდომი იყოს სტრესის გარეშე.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაზღვევა ისეთი სერიოზული დაავადებების შემთხვევაში, როგორიცაა ონკოლოგიური პრობლემები ან სხვადასხვა ქირურგიული ჩარევის საჭიროებისას, როცა მკურნალობის ღირებულება შეიძლება ათასობით ლარს აჭარბებდეს.
რატომ არის ეს პარტნიორობა სასარგებლო პაციენტებისთვის?
Ardi დაზღვევით მოსარგებლის სტატუსი ნიშნავს, რომ თოდუას კლინიკაში პაციენტები მიიღებენ მომსახურებას თანაგადახდის გარეშე ან მინიმალური დანახარჯით. ეს მნიშვნელოვნად ზრდის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობას.
გამარტივებული პროცედურები კი ნიშნავს, რომ პაციენტებს არ სჭირდებათ ბევრი ბიუროკრატიული ფორმალობის გავლა. დაზღვეული პაციენტები ასევე სარგებლობენ პრიორიტეტული ჩაწერით, რაც ნიშნავს სწრაფ წვდომას კონსულტაციასა და დიაგნოსტიკურ პროცედურებზე.
თოდუას კლინიკისა და არდი დაზღვევის პარტნიორობა ახალ შესაძლებლობებს უქმნის ყველა იმ პაციენტს, ვინც ზრუნავს თავის ჯანმრთელობაზე. ეს აჩენს შესაძლებლობას, ფინანსური ტვირთის გარეშე მივიღოთ სამედიცინო მომსახურება, ჩავიტაროთ გამოკვლევები და, საჭიროების შემთხვევაში, ვიმკურნალოთ.
არ გადადოთ თქვენს ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხზე ზრუნვა - ეს ხომ ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიციაა.