რა არის ქოლესტეროლი და როგორ შევინარჩუნოთ მისი სიჯანსაღე?
ქოლესტეროლზე თუ მხოლოდ ეპითეტი - „ცუდი“ გახსენდებათ გეტყვით, რომ მას ბევრი სასარგებლო ფუნქცია აკისრია ჩვენს ორგანიზმში. „სამშენებლო“ სამუშაობის გარდა მონაწილეობს სასქესო ჰორმონების, D ვიტამინის, ნაღვლის მჟავების გამომუშავებაში, აქტიურად არის ჩართული ნერვული და იმუნური სისტემის სწორად ფუნქციონირებაში.
ლიპიდური სპექტრის განსაზღვრა სისხლში
არსებობს ე.წ. ორი ტიპის ქოლესტერონი: “ცუდი” (დაბალი სიმკვრივის) და “კარგი” (მაღალი სიმკვრივის) ლიპოპროტეინები. რაც უფრო მაღალია ცუდი ქოლესტერინის დონე სისხლში, მით უფრო დიდია გულის დაავადებების განვითარების რისკი.
დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინი LDL (ცუდი) ქოლესტეროლია, ხოლო მაღალი სიმკვრივის - HDL (კარგი).
რაც უფრო დაბალია „ცუდი“ ქოლესტეროლის დონე, მით ნაკლებია მთელი რიგი დაავადებების განვითარება, კარგ ქოლესტეროლს შესაძლებლობა აქვს არტერიები „გაასუფთავოს“ და ისე გადაიტანოს ღვიძლში. გულის დაავადებებით, თრომბით გამოწვეული ფატალური შემთხვევები ხშირად ლიპოპროტეიდების არაოპტიმალური თანაფარდობის გამო ხდება.
ლიპიდური სპექტრი საშუალებას იძლევა არტერიებში თრომბის ჩამოყალიბების რისკი განისაზღვროს.
წონის კონტროლისა და ჰორმონალური ბალანსის შენარჩუნებისთვის აუცილებელია ჩატარდეს სრულყოფილი კვლევა, რაც მოიცავს:
Chol - საერთო ქოლესტეროლის განსაზღვრა
HDL - მაღალი სიმკვრივის ლიპოროტეინები
LDL - დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები
VLDL - ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები
TG - ტრიგლიცერიდები
AI - ათეროგენობის კოეფიციენტი (ინდექსი)
დიაგნოსტიკის პროცესში აუცილებელია გულის ექოსკოპიისა და ელექტროკარდიოგრამის გადაღება, რათა გულის ფუნქციური უნარის შეფასდეს.
კორონარული არტერიების კტ (კონტრასტირების გარეშე) გამოკვლევა, რომლის საშუალებითაც სისხლძარღვთა კალციფიცირების დონის განსაზღვრაა შესაძლებელი.
რა იწვევს ქოლესტეროლის დონის მატებას?
მისი განმაპირობებელი ფაქტორები შეიძლება იყოს: გენეტიკური მიდრეკილება, ენდოკრინული დაავადებები (შაქრიანი დიაბეტი, ჰიპოთირეოზი, აკრომეგალია, ჰიპოპიტიუტარიზმი), ასევე ჰიპოდინამია, ჭარბი წონა, ზოგიერთი მედიკამენტების ხანგრძლივად მიღება (კორტიკოსტეროიდები, ორალური კონტრაცეპტივები). ჰიპერლიპიდემია გულ-სისხლარღვოვანიდაავადებების განვითარების რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის, არის ათეროსკლეროზული დაავადების და უშუალოდ გულის იშემიური დაავადების განვითარების წინაპირობა.
ქოლესტეროლის დონე მატულობას ასევე არასწორი კვების რეჟიმის შემთხვევაში, დიდი რაოდენობით ცხიმიანი საკვების მიღების გამო, არაჯანსაღი ცხოვრების წესით, სწრაფი საკვების და გაზიანი სასმელების სიყვარულიც ხშირად ახდენს გავლენას ქოლესტეროლის მატებაზე.
რეკომენდაციები
უმთავრესი რეკომენდაცია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვაა, რაც თავის მხრივ, კვებითი რეჟიმის მოწესრიგებასა და ცხოველური ცხიმის რაოდენობის მკვეთრად შემცირებას გულისხმობს. მთელი მსოფლიო თანხმდება, რომ თუ კვების რაციონში გაიზრდება მცენარეული ცხიმის, თევზის, ხორცის, მსხვილმარცვლოვანი და უჯრედისის შემცველი პროდუქტები, პათოლოგიის განვითარების რისკი 15-20%-ით მცირდება.
სასურველია ფიზიკური აქტივობა, დღის განმავლობაში სუფთა ჰაერზე 20-30 წუთის მანძილზე სწრაფი ნაბიჯით სეირნობა, კვირაში დაახლოებით 3-7 საათი საშუალო ან ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა. საჭიროების შემთხვევაში, მკურნალ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ ინიშინება ჰიპოლიპიდემიური თერაპია (დიეტა, მედიკამენტები)