ვარიკოზი იგივე ვენების გაგანიერება

07/09/2021

სტატიაში წარმოდგენილია ინფორმაცია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადების ვენების გაგანიერების (ვარიკოზი) შესახებ. გულდასმით გაეცანით სტატიას და დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში აუცილებლად მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით ნომერზე 032 2 57 57 57.

 

 

რა არის ვარიკოზი

 

ვარიკოზული ვენები, ანუ ვენების გაგანიერება ძირითადად ვითარდება ქვედა კიდურებზე (ქვედა კიდურების ვარიკოზული ვენები), რადგან ყველაზე მეტად დატვირთული სხეულის ნაწილია, რაც ვენებზეც აისახება. გარდა ვიზუალური დისკომფორტისა, იწვევს კიდურების შეშუპებას, წვის შეგრძნებას, რომელიც იკლებს სიარულის, მოძრაობის შემდეგ.

სისხლძარღვთა პათოლოგიებში ყველაზე გავრცელებული ვენური უკმარისობის პრობლემაა, რომელიც უმეტესად ქალებს აწუხებთ, თუმცა იშვიათი არც კაცებშია.

 

ამ დროს ქვედა კიდურების ვარიკოზული ვენები ფართოვდება და აღარ ფუნქციონირებს არსებული სარქველები. მისი სიმპტომებია ფეხებში ქრონიკული სიმძიმის შეგრძნება, დაბუჟება და შეშუპება, ძირითადად საღამოობით. სამწუხაროდ, პაციენტები პირველივე ჩივილების დროს არ მიმართავენ ექიმებს. მიუხედავად იმისა, რომ დაავადება ძალიან ნელა პროგრესირებს, უყურადღებობის შემთხვევაში შეიძლება ძალიან საშიში გახდეს.

 

ვარიკოზის რისკ-ფაქტორები

 

ჩვენი კლინიკა წარმოგიდგენთ რამდენიმე ფაქტორს, რომლებსაც გავლენა აქვს დაავადების წარმოშობასა და მის შემდეგ განვითარებაზე.

  • სქესი
  • გენეტიკური წინასწარგანწყობა
  • ასაკი
  • ჭარბი წონა
  • დატვირთული სამსახურეობრივი მოვალეობა
  • ორსულობა

 

ვენური უკმარისობა განსაკუთრებით აქტიურდება ზაფხულში, რადგან მაღალ ტემპერატურას გავლენა აქვს სისხლძარღვებზე. სიცხეში სისხლძარღვები ფართოვდება, მატულობს სტაზი და შეშუპება, შესაბამისად, იზრდება ჩივილები.
ვენური უკმარისობა პაციენტებს ქრონიკულად აქვთ, უბრალოდ, ზაფხულში მწვავდება და სითბოს გამო სიმპტომები აქტიურდება.

 

რეკომენდაცია

 

ასეთ დროს ძალიან კარგია ცურვა ზღვაზე, აუზზე, თუმცა დილის მონაკვეთში, როცა მზე ძალიან მცხუნვარე არ არის. ასევე, საყურადღებოა, რომ ცხელი ქვიშა, რუჯი, მზის ქვეშ დიდხანს ყოფნა ააქტიურებს და ამრავლებს დაზიანებულ კაპილარებსა თუ ვენურ კვანძებს. ასევე, მნიშვნელოვანია ფეხით სიარული. ნუ მიიღებთ ცხელ შხაპს, უმჯობესია თბილი, საშუალო ტემპერატურის წყლის გამოყენება. მოერიდეთ მძიმე ფიზიკურ სამუშაოს, დიდხანს ჯდომის შემთხვევაში პერიოდულად წამოდექით და გაიარეთ, სპეციალისტის რეკომენდაციით შესაძლებელია ატაროთ სპეციალური წინდები.

 

ვარიკოზის მკურნალობა 

 

ვენური პათოლოგიების მკურნალობა განსაკუთრებით ეფექტურია დაავადებების ადრეულ სტადიაზე აღმოჩენის შემთხვევაში.

პირველივე სიმპტომების აღმოჩენისას - ქვედა კიდურებში ტკივილის, სიმძიმის ან წვის შეგრძნების დროს, გენეტიკურად დატვირთული ანამნეზის შემთხვევაში, აუცილებელია ექიმთან დროული ვიზიტი და მკურნალობა

ჩვენს კლინიკაში ლაზერული აბლაციები ტარდება გერმანული, უახლესი თაობის აპარატით - "ბიოლიტეკ ლეონარდო". აღნიშნული პროცედურა ნაკლებინვაზიურია - პაციენტი პროცედურის ჩატარებიდან 2 საათში თავისი ფეხით ტოვებს კლინიკას.

 

ვის უნდა მივამრთოთ? - ანგიოლოგი 

 

პაციენტებს ხშირად კითხულობენ, თუ ვინ არის ვენების ექიმი. სისხლძარღვთა სისტემების პათოლოგიებს შეისწავლიოს ანგიოლოგია. თოდუას კლინიკაში ამ განყოფილების ხელმძღვანელია ანგიოლოგი გიორგი დეისაძე. სწორედ, ის მკურნალობს სისხლძარღვების პათოლოგიებს - იკვლევს და ადგენს მკურნალობის სამოქმედო გეგმას.

 

თუ ზემოთ ხსენებული ნიშნები თქვენთვის ნაცნობია, აუცილებლად დროულად მიმართეთ ექიმს.

 

გისურვებთ ჯანმრთელობას!

გაზიარება