ბუასილი და მისი მკურნალობა

07/03/2023


 

ბუასილი, იგივე ჰემოროიდული დაავადება, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა მთელს მსოფლიოში. 

 

ჰემოროიდულ კომპლექსს ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს ჩვენს ორგანიზმში. იგი სწორი ნაწლავის ანალური ნაწილთან სხვა ანატომიურ სტრუქტურებთან ერთობლივად მუშაობს, რათა ხელი შეუწყოს და დაარეგულიროს აირების, ნაწლავების შიგთავსის შეკავება. ზუსტად ამიტომ, სწორ ნაწლავში ჰერმეტიულობა დაცულია. ჰემოროიდული კვანძების გადიდება კი უკვე პათოლოგიური პროცესია და ამას ჰემოროიდული დაავადება, ბუასილი ეწოდება.

 

პათოლოგიის გამომწვევი მთავარი მიზეზი  სწორი ნაწლავის კავერნული სხეულებიდან ვენულებში სისხლის უკუდინების დარღვევაა. ამ დროს სწორი ნაწლავისა და ანუსის ქვედა ნაწილში ვენები შეშუპებული და გაფართოებულია. პროქტოლოგიურ დაავადებათა შორის ბუასილი პირველ ადგილზეა. 

 

დაავადების რისკი იზრდება ასაკის მატებასთან ერთად. ბუასილი უფრო ხშირად გვხდება 50 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში.

 

ამ დაავადების თვითმკურნალობა დაუშვებელია, რადგან შესაძლოა მსხვილი ნაწლავის უფრო სერიოზული და სახიფათო პათოლოგია განვითარდეს. 

 

ამიტომ, ბუასილის ნიშნები გამოვლინდება თუ არა, სამკურნალოდ დროულად უნდა მიმართოთ გამოცდილ ექიმ პროქტოლოგს. 

 

დიაგნოსტირება ხდება სამედიცინო გამოკვლევის შედეგად. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი კვლევები, როგორიცაა კოლონოსკოპია, რათა გამოირიცხოს სხვა გართულებები.

 



ბუასილის მკურნალობა - ძირითადი მეთოდები



ბუასილის მკურნალობა დამოკიდებულია მდგომარეობის სიმძიმეზე, ასევე პაციენტის სიმპტომებზე. მსუბუქი შემთხვევები შეიძლება გაუმჯობესდეს სახლის პირობებში - პროქტოლოგი მოგცემთ რეკომენდაციებს, ხოლო უფრო მძიმე შემთხვევებში შეიძლება საჭირო გახდეს ბუასილის ოპერაცია.

მკურნალობის რამდენიმე ვარიანტი:

 

  • სახლის პირობებში მკურნალობა: ბუასილის მსუბუქი შემთხვევების მკურნალობა ხშირად შესაძლებელია სახლში, ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტებით, როგორიცაა კრემები, ბუასილის მალამო. მათ შეუძლიათ შეამცირონ ტკივილი, ქავილი, შეშუპება. პირველი და მეორე ხარისხი, როგორც წესი, ექვემდებარება კონსერვატიულ მკურნალობას. ეს გულისხმობს ადგილობრივი მოხმარების მალამოს. ასევე - ფლებოტროპული პრეპარატები, არასტეროიდული ანალგეტიკები. 
  • პროცედურები: სპეციალური მცირე ინვაზიური მკურნალობის მეთოდებიც ხშირად საკმაოდ პრაქტიკულია - კოაგულაციური ტექნიკა, ლიგაცია ლატექსის რგოლების გამოყენებით, მასკლეროზირებული ინექცია, კრიოთერაპია, ლაზეროთერაპია. იმ შემთხვევაში, როცა მესამე და მეოთხე ხარისხის გართულებაა, ამ დროს ქირურგიული პროქტოლოგი არის უკვე საჭირო.
  • ცხოვრების წესის ცვლილებები: თქვენს დიეტასა და ცხოვრების წესში ცვლილებების შეტანა დაგეხმარებათ დაავადების თავიდან აცილებასა და მდგომარეობის გაუმჯობესებაში. ბევრი წყლის დალევა, ბოჭკოვანი დიეტა, რეგულარული ვარჯიში და ხანგრძლივად ჯდომის თავიდან აცილება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორებია.

 

ბუასილის ნიშნები - რას უნდა მიაქციოთ ყურადღება



არსებობს ორი ტიპის ბუასილი:

  • შიდა: ეს ტიპი წარმოიქმნება სწორი ნაწლავის შიგნით და, როგორც წესი, არ ჩანს გარედან. შიდა ბუასილი ფასდება მათი ზომის მიხედვით, I სტადიაში ბუასილი არის პატარა და ანუსიდან არ გამოდის,  ხოლო IV სტადიის დროს ბუასილი არის დიდი და მუდმივად პროლაბირებული ანუსის გარეთ. შიდა ბუასილს ახასიეტებს  სისხლდენა, მაგრამ ის ჩვეულებრივ არ არის მტკივნეული.
  • გარეგანი: შეშუპებული ვენები წარმოიქმნება ანუსის გარშემო. გარე ბუასილი ხშირად არის მტკივნეული, ახასიათებს ქავილი, ზოგჯერ კი სისხლდენა. ზოგჯერ ისინი გადაივსებიან სისხლით, სკდება რომელიმე სისხლძარღვი, ხდება სისხლჩაქცევა და ყალიბდება ჰემოროიდული კვანძის თრომბოზი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი ტკივილი და შეშუპება.




შიდა ბუასილი იშვიათად იწვევს ტკივილს, თუ ის პროლაფსს არ განიცდის. შინაგანი ბუასილის მქონე ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომ აქვს ეს დაავადება, რადგან მათ არ აქვთ სიმპტომები.

 

თუ თქვენ გაქვთ რექტალური სისხლდენის ნიშნები, ნახულობთ ალისფერ სისხლს ტუალეტის ქაღალდზე, ან განავალზე, ეს არის შიდა ბუასილის სიმპტომები .

 

გარე ბუასილი უფრო მეტი ტკივილით და დისკომფორტით ხასიათდება.

განასხვავებენ ბუასილის მწვავე და ქრონიკულ ფორმებს. ქრონიკულ ბუასილს  აქვს ერთგვარი წინა პერიოდი, რომლის ძირითადი ჩივილებია:

  • უსიამოვნო შეგრძნება უკანა ტანის არეში
  • Მსუბუქი წვა 
  • მსუბუქი ქავილი

 

ეს პერიოდი ზუსტად არაა დროში განსაზღვრული. რიგ შემთხვევებში რამდენიმე თვიდან, რამდენიმე წლამდე გრძელდება. ამის შემდეგ იწყება სისხლდენა დეფეკაციის დროს. 

 

სისხლდენის ინტენსივობა ერთმანეთისგან განსხვავდება. შეიძლება ახასიათებდეს განავლოვან მასებზე სისხლის კვალი, ან მასიური სისხლდენა ჰქონდეს ადამიანს. არის შემთხვევები, როდესაც რექტალური სისხლდენა იწვევს ძლიერ ანემიას. ქრონიკულ ბუასილი უკანა ტანის არეში დისკომფორტებით და პერიოდული სისხლდენებით მიმდინარეობს. Გამწვავებებს ხელს უწყობს დეფეკაციის რითმის მოშლა და სწორი კვების დარღვევა(აქ იგულისხმება მწარე, ცხარე, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამაღიზიანებელი პროდუქტების მიღება). შემდეგ უკვე იწყება ბუასილის კვანძების გამოვლენა.

 

გამოყოფენ ქრონიკული ბუასილის 4 სტადიას:

 

  • პირველი სტადია ანალური არხიდან კვანძების გამოვარდნის გარეშე იწყება სისხლდენა დეფეკაციის დროს.
  • მეორე სტადია ჭინთვების დროს ბუასილის კვანძი გარეთ გამოდის, ხოლო დეფეკაციის დამთავრების შემდეგ უკან ბრუნდება.
  • მესამე სტადია ბუასილის კვანძი მხოლოდ დეფეკაციის დროს გამოდის გარეთ, მაგრამ ის უკან არ ბრუნდება, საჭიროა დახმარება. მოგვიანებით პროლაფსი შეიძლება დაიწყოს მუცელშიდა წნევის მომატების შემთხვევაში. მაგალითად, ადამიანმა თუ მძიმე ტვირთი აწია, ან ხველის დროს.
  • მეოთხე სტადია ამ დროს პროლაფსი პერმანენტულია, რომელიც არ სწორდება. იწყება თრომბოზი, ტკივილი, ხშირად ძლიერი სისხლდენა. საჭირო ხდება ბუასილის კვანძების მოშორება.

 

მწვავე ბუასილს თან ახლავს ძლიერი ტკივილი უკანა ტანის არეში. ამ დროს დაწყებული ქსოვილების შეშუპება, ხოლო შემდეგმ ანთებითი ინფილტრაცია ზოგჯერ იწვევს ბუასილის კვანძების ჩაჭედვას. მწვავე ბუასილს ზოგჯერ ასევე თან ახლავს პერიანალური მიდამოს შეშუპება, კვანძების ნეკროზი. ამასთანავე, უმეტეს შემთხვევაში შიდა კვანძებია დაზიანებული, გარეთა კვანძები კი მეორეულად ერთვება პროცესში.

 

მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გარეთა კვანძების იზოლირებული ანთებაა გამორიცხულია. შესაძლებელია მათზე თრომბების ჩამოყალიბებაც. ეს არის მრგვალი, მტკივნეული წარმონაქმნი, რომელიც ზოგჯერ რამდენიმე თვის განმავლობაში შეიძლება შენარჩუნდეს.

 

ქირურგიულ მეთოდს პროქტოლოგი დაავადების მესამე-მეოთხე სტადიებში მიმართავს. იწყება ბუასილის კვანძების მოშორება. მკურნალობის ეს მეთოდი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დაავადების რეციდივი თავიდან აიცილოს პაციენტმა.

 

ბუასილი გოგოებში საკმაოდ გავრცელებულია. მენსტრუაციის დროს ჰორმონალურმა ცვლილებებმა შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში წყლის შეკავება და შეშუპება, რამაც შეიძლება დამატებითი ზეწოლა მოახდინოს მენჯის არეში ვენებზე. ამან შეიძლება გააუარესოს არსებული ჰემოროიდული დაავადება, ან ხელი შეუწყოს ახლის განვითარებას.

 

განსაკუთრებით ხშირია ორსულობის დროს. ორსულობის დროს ზედმეტმა წონამ და წნევამ შეიძლება გამოიწვიოს ბუასილის განვითარება. ორსულობის დროს ჰორმონალურმა ცვლილებებმა ასევე შეიძლება ხელი შეუწყოს ჰემოროიდების განვითარებას. რაც შეეხება დაავადების მკურნალობას, ბუასილი გოგოებში ისევე იმართება როგორც კაცებში.




კოლონოსკოპია 

 

კოლონოსკოპია ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მოხდეს მსხვილი ნაწლავის  დათვალიერება. სპეციალური ინსტრუმენტი დიდ როლს თამაშობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების გამოვლენაში, დიაგნოზის დასმასა  და მკურნალობაში.  

 

კოლონოსკოპი (ენდოსკოპი) ეს არის გრძელი, თხელი, დრეკადი მილი, რომელსაც ერთ ბოლოზე სინათლის წყარო, ასევე ვიდეო კამერა აქვს მიმაგრებული. ორგანოების  გამოსახულება ტელევიზორის ეკრანში ჩანს. ენდოსკოპი შეიყვანება  ანალური ხვრელიდან და თვალიერდა მსხვილი ნაწლავი წვრილი ნაწლავის ტერმინალური ნაწილის ჩათვლით.

 

პროცედურას ატარებს ექიმი ენდოსკოპისტი. 



ბუასილის ოპერაცია



პირველ სტადიაზე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ძირითადად ცხოვრების სტილის მოდიფიცირებით და მედიკამენტებით ხდება მკურნალობა. მეორე სტადიისას სხვადასხვა სახის ამბულატორიული პროცედურებია საჭირო. ეგრეთ წოდებული უსისხლო ბუასილის ოპერაცია, რომელიც მომავალში მძიმე ქირურგიულ ჩარევას დაახლოებით 85%-ით არიდებს პაციენტს. მესამე სტადიაში სიტუაციიდან გამომდინარე შეიძლება როგორც მინი ინვაზიური, ასევე ოპერაციული მკურნალობა. მე-4 სტადიაში ბუასილის ოპერაცია გარდაუვალია, სხვა მეთოდები ან მთლიანად არაეფექტურია, ან ძალიან პატარა შედეგი მოაქვთ.

 

დაწყებით სტადიებზე მინი ინვაზიური პროცედურა საკმაოდ ეფექტიანია, გარდა ამისა, მსუბუქი გადასატანია, ხოლო რეაბილიტაცია, ფაქტობრივად, არაა საჭირო. ჰემოროიდული კვანძების ეტაპობრივი ლიგირების, ან ინფრაწითელი ფოტოკოაგულაციის შემთხვევაში პაციენტს ეკრძალება მწარე საკვებისა და ალკოჰოლის  მიღება. ლაზერულ ჩარევისას ძალიან მცირე 2-3მმ ზომის სამი ჭრილობა კეთდება, აქედან გამომდინარე, ტრადიციულ ოპერაციასთან შედარებით, რეაბილიტაცია ბევრად უფრო მსუბუქია. რადიოტალღებით მოკვეთა ასევე იწვევს ჭრილობებს, თუმცა არ არის ნაკერების საჭიროება, შესაბამისად, ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი საკმაოდ მსუბუქად მიმდინარეობს.

 

ტრადიციული ქირურგიული ოპერაციის დროს, ძალიან მძიმე პერიოდია პირველი ღამე, ასევე მეორე დღე.

ტკივილების შესამსუბუქებლად კლინიკა ეპიდურალურ ანესთეზიას იყენებს - ხერხემალში კეთდება კათეტერი, საიდანაც შეყავთ გამაყუჩებელი ნივთიერება. ქირურგიული ჩარევის შემდგომ ძალიან მწვავე პერიოდში, პაციენტი ტკივილს ვერ გრძნობს. მიუხედავად ამისა, ტრადიციული ჰემოროიდექტომია მაინც რთული რეაბილიტაციის პერიოდით ხასიათდება. კლებითი ინტენსივობით ის დაახლოებით 3 თვემდე მიმდინარეობს.

 

ექიმთან ინდივიდუალური კონსულტაციისთვის ეწვიეთ მითითებულ გვერდს ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 032 2 57 57 57

 

დიეტა ბუასილის დროს

 

ჯანსაღი კვება  უმნიშვნელოვანესია დაავადების მართვაში. აქ არის რამოდენიმე კვებითი რეკომენდაცია, რომელიც დაგეხმარებათ სიმპტომების შემსუბუქებასა და შემდგომი გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად:

 

ბოჭკოებით მდიდარი საკვების მიღება დაგეხმარებათ შეკრულობის თავიდან აცილებაში, რამაც შეიძლება გააუარესოს ბუასილი. პროფესიონალების მიერ დღეში საშუალოდ 25-30 გრამი ბოჭკოს მოხმარებაა რეკომენდებული. ბოჭკოს კარგი წყაროა მთელი მარცვლეული, ხილი, ბოსტნეული, თხილეული.

 

აკრძალულია  მარილიანი, ცხარე, ცხიმიანი პროდუქტის მიღება. უნდა მოერიდოთ საკვებს, რომელიც ხელს უწყობს აირების დაგროვებას – ნიგოზი, ცხარე წიწაკა, აჯიკა, ნიორი, კომბოსტო, ბოლოკი, ლობიო, ბადრიჯანი,  ცხიმიანი ხორცი და სხვა.

 

სასმელებს რაც შეეხება - ალკოჰოლი, კოფეინი, გაზიანი სასმელი აღიზიანებს ჰემოროიდს.

ბევრი წყლის დალევა ხელს უწყობს განავლის დარბილებას, რაც ამცირებს ბუასილის დატვირთვას. მიზანშეწონილია დალიოთ დღეს დაახლოებით 2 ლიტრა წყალი.

 

სამწუხაროდ, საქართველოში საკმაოდ გავრცელებულია ეს პრობლემა. საკითხს ცალკე ის ამძიმებს, რომ ადამიანები ძალიან დაგვიანებით მიმართავენ ექიმს. ხშირად თვითნებურად იწყებენ მკურნალობას, იქნება ეს ბუასილის მალამო თუ სანთელი, რეკომენდებულია, რომ სპეციალისტი იყოს ჩართული მკურნალობის მეთოდის შემუშავებაში.

 

მეორეს მხრივ, საქართველოში საკმაოდ წინაა წასული ბუასილის მკურნალობა. ერთ-ერთი საუკეთესო კლინიკა "თოდუა" მოწინავეა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს ამიერკავკასიაში.

 

გამოცდილი გუნდი, რომელშიც ასევე შედის გასტროენტეროლოგი, პროქტოლოგი, ენდოსკოპისტი, უახლესი ტექნიკა და თანამედროვე მიდგომები განაპირობებს, რომ თოდუას კლინიკა არაერთი წელია უმაღლესი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს პაციენტებს.

 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სამედიცინო ცენტრი ქვეყნის გარეთაც ძალიან პოპულარულია. თოდუას კლინიკას დიდი წვლილი შეაქვს, რომ ქვეყანაში განვითარდეს სამედიცინო ტურიზმი.

 

სამედიცინო ტურიზმის დეპარტამენტი როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სთავაზობს მომსახურების სრულ პაკეტს:

 

  • საჰაერო და სახმელეთო მგზავრობის დაგეგმვა-უზრუნველყოფა
  • მომხმარებლის მიერ შერჩეულ სასტუმროში განთავსება
  • სატრანსპორტო მომსახურება
  • აეროპორტში, ან სურვილის შემთხვევაში, საზღვარზე დახვედრა. Ამასთან, ქვეყნის შიდა ტერიტორიაზე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა

 

პაციენტს ეყოლება პერსონალური მენეჯერი, რომელთანაც დაკავშირება შეეძლება ნებისმიერ დროს.

ვიზიტორი მოთავსდება მისთვის გამოყოფილ VIP სივრცეში, სადაც ჩაუტარდება ექიმის კონსულტაცია. სერვისი ასევე ითვალისწინებს პაციენტის კვებით უზრუნველყოფას.

 

გაზიარება