ძუძუს კიბო

11/04/2023

ძუძუს კიბო დაავადება და მკურნალობა

ძუძუს კიბო ქალების ყველაზე გავრცელებული ონკოლოგიური დაავადებაა. სკრინინგის და მკურნალობის თანამედროვე მეთოდების დახმარებით  წარმატებული შედეგების რიცხვი მნიშვნელოვნად იზრდება.

 

ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიაზე, პირველივე ნიშნების აღმოჩენისთვის მნიშვნელოვანია ქალებმა თვეში ერთხელ თვითგანსიჯვა ჩაიტარონ, დაათვალიერონ, მოისინჯონ სარძევე ჯირკვლები და დააკვირდნენ სიმკვრივე ხომ არ არის ძუძუში, ან ხომ არ აღინიშნება რაიმე სახის გარეგანი დაზიანება, კანის სიწითლე, თავის დეფორმაცია.

 

მეორე მნიშვნელოვანი ნაბიჯია ძუძუს კიბოს სახელმწიფო სკრინინგ პროგრამაში ჩართვა, პროგრამის ფარგლებში უფასოდ ტარდება შემდეგი კვლევევები: მამოლოგის კონსულტაცია, მამოგრაფიული გამოკვლევა,  საჭიროების შემთხვევაში - სარძევე ჯირკვლის ულტრაბგერითი და ციტოლოგიური კვლევა. პროგრამა 40 - 70 წლის ქალბატონებისთვის უფასოა.

 

 

ძუძუს კიბოს სიმპტომები

 

ძუძუს კიბო ვლინდება შემდეგი სიმპტომებით: ძუძუს ზომაში ზრდა, ჩაღრმავებები, სიწითლე, გამონადენი, ტკივილი, სიმკვრივე რომელიც აღიქმება როგორც წარმონაქმნის ხელით გასინჯვის დროს  შესიებები, კანზე ფორთოხლის კანის მსგავსი ცვლილებები. ნებისმიერი სიმპტომის აღმოჩენისთანავე, აუცილებელია ექიმთან ვიზიტი და სრულფასოვანი გამოკვლევა.

 

მკურნალობა

 

ძუძუს კიბოს მკურნალობა კომპლექსურია და მოიცავს ყველა იმ მეთოდს, როგორიცაა სხივური თერაპია, ქიმიოთერაპია, ტარგეტული თერაპია, ჰორმონოთერაპია, იმუნოთერაპია და ქირურგიული მკურნალობა. რომელი მეთოდებით და რა თანმიმდევრობით დაინიშნულება მკურნალობა, დამოკიდებულია კიბოს სტადიაზე.

 

მიიღეთ დამატებითი კონსულტაცია ექიმისგან  ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 032 2 57 57 57

 

ძუძუს კიბოს სტადიები

 

სტადირების რამდენიმე მეთოდი არსებობს,  ხშირად გამოიყენება კლინიკური სტადირება, ანუ ულტრაბგერისა და კტ კლევის პასუხების მიხედვით გავრცელების შეფასება

 

I-II სტადიის ძუძუს კიბოზე საუბარია, თუ სიმსივნის ზომა 20-50 მმ ია და ვრცელდება მხოლოდ იღლიის ლიმფურ კვანძებში.

 

III სტადიის შემდთხვევაში სიმსივნე 50მმ ზე დიდია და შორეულ ლიმფურ კვანძებში ვრცელდება.

 

IV სტადიის შემთხვევაში კი დაავადების გავრცლეება აღინიშნება სხვა ორგანოებში, ყველაზე ხშირად ძვლებში, ფილტვებში, ღვიძლში და ა.შ.

 

ხშირ შემთხვევაში რაც უფრო ადრეულ სტადიაზე ხდება დაავადების გამოვლენა, მით უფრო ეფექტურია მკურნალობა. 

 

აქვე შეგახსენებთ, თუ კომპიუტერული ტომოგრაფიის მომსახურება გჭირდებათ აუცილებლად დაგვიკავშირდით.

 

აღსანიშნავია, რომ ძუძუს კიბო მამაკებშიც გხვდება, პროცენტულად უფრო ნაკლებ შემთხვევაში, მაგრამ საკმაოდ რთულ ფორმებში. მკურნლობის მეთოდები იგივეა, ამიტომ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების აღმოჩენის შემთვევაში, მამაკაცებმაც უნდა მიმართონ ექიმს.

გაზიარება