ადამიანის პაპილომა ვირუსის გენოტიპირება
03/08/2023
თოდუას კლინიკის მოლეკულური დიაგნოსტიკის და ონკოგენეტიკის განყოფილებაში შესაძლებელია ადამიანის პაპილომა ვირუსის პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით (PCR) კვლევა.
ადამიანის პაპილომა ვირუსი (HPV) არის ინფექციური აგენტი, რომელიც ძირითადად გადადის სქესობრივი კონტაქტით. ვირუსით თანაბრად ინფიცირდებიან როგორც ქალები, ასევე მამაკაცები.
პაპილომა ვირუსით ინფიცირება საყურადღებოა იმით, რომ ის ხშირად ხდება სხვადასხვა სიმსივნური დაავადების გამომწვევი. ასეთია, საშოს, ვულვის, საშვილოსნოს ყელის, ასოს კიბო, კოლორექტული და პირხახის სიმსივნეები.
ცნობილია პაპილომა ვირუსის 100-ზე მეტი ტიპი რომელთაგან ზოგიერთი განიხილება განსაკუთრებით მაღალი ონკოგენური რისკის მქონედ.
დაბალი ონკოგენური რისკის მქონე პაპილომა ვირუსებს შეუძლიათ გამოიწვიონ ხილული გენიტალური მეჭეჭები.
მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ ითვლებიან ავთვისებიანი სიმსივნის გამომწვევ აგენტებად, უქმნიან დისკომფორტს და აუარესებენ სიცოცხლის ხარისხს.
დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით - 2 57 57 57