საშვილოსნოს ყელის კიბო – გამომწვევი მიზეზები, პრევენცია და მკურნალობა

22/02/2024

სიმსივნე საშვილოსნოს ყელზე

საშვილოსნოს ყელის კიბო ქალთა რეპროდუქციული სისტემის საკმაოდ გავრცელებული ავთვისებიანი დაავადებაა. ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში მას ხანდახან შემთხვევათა რაოდენობით საშვილოსნოს ტანის სიმსივნე უსწრებს ხოლმე. საბედნიეროდ, დღეს საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციაც არსებობს და სკრინინგიც, რაც შესაძლებელს ხდის მინიმუმამდე შემცირდეს მისი შემთხვევები და დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობა.

 

 

ბლოგში უფრო დეტალურად მოგიყვებით ამ ონკოლოგიური დაავადების შესახებ, მის გამომწვევ მიზეზებსა და პრევენციის გზებზე.

 

👉 ძუძუს კიბოს მკურნალობა – გაიგეთ მეტი ქალების ყველაზე გავრცელებულ ონკოლოგიურ დაავადებაზე.

 

რა იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს?

 

საშვილოსნოს ყელის კიბო ის იშვიათი ონკოლოგიური დაავადებაა, რომლის მთავარი გამომწვევი მიზეზიც ჩვენთვის ცნობილია – ეს ადამიანის პაპილომა ვირუსია (HPV). აღსანიშნავია, რომ არსებობს HPV-ის 100-ზე მეტი სახეობა, რომელთა შორისაც განასხვავებენ მაღალ ონკოგენურსა და დაბალ, ანუ არაონკოგენურ ტიპებს. შესაბამისად, ვირუსით დაინფიცირება დაავადების განვითარების რისკებს ავტომატურად არ ზრდის და მნიშვნელოვანია, განისაზღვროს, რომელი სახეობით მოხდა პაციენტის დაინფიცირება.

 

კიბო საშვილოსნოს ყელზე ნელა პროგრესირებს და ხშირად პროცესი უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ვირუსი თავდაპირველად კიბოსწინარე დაზიანებებს იწვევს, უყურადღებობის შემთხვევაში კი, ის ავთვისებიან სიმსივნეში გადაიზრდება. დაზიანებული უჯრედების კიბოდ გადაგვარებას ხშირად 10-15 წელია სჭირდება.

 

დაავადების ხელშემწყობ ფაქტორებს მიეკუთვნება:

 

  • დაქვეითებული იმუნური სისტემა;
  • თამბაქოს მოხმარება;
  • სასქესო ორგანოების ხშირი ანთებითი დაავადებები;
  • დაუცველი სქესობრივი კონტაქტი;
  • მრავალი სქესობრივი პარტნიორი;
  • ორალური კონტრაცეპტივების ხანგრძლივი დროის მანძილზე გამოყენება (10 წელი და მეტი);
  • პირველი მშობიარობა ახალგაზრდა ასაკში;
  • გენეტიკური წინასწარგანწყობა.

 

ონკოლოგიური დაავადების სიმპტომები

 

საშვილოსნოს ყელის კიბოს, უმეტესად, საწყის სტადიაზე არანაირი სიმპტომი არ აქვს. პათოლოგიური პროცესები ჩუმად მიმდინარეობს და მხოლოდ მაღალი დაზიანებების დროს ვლინდება.

 

იხილეთ ამ ონკოლოგიური დაავადების ნიშნები:

 

  • არარეგულარული, ინტერმენსტრუალური სისხლდენა;
  • გამონადენი, მათ შორის, სისხლნარევი;
  • უსიამოვნო სუნი;
  • დისკომფორტი ან/და ტკივილი სქესობრივი აქტის დროს;
  • ტკივილი მცირე მენჯისა და წელის არეში;
  • შარდვასთან დაკავშირებული პრობლემები.

 

👉 პროსტატის კიბოს მკურნალობა – შეიტყვეთ მეტი კაცებში ყველაზე გავრცელებულ ონკოლოგიურ დაავადებასა და მისი მკურნალობის გზებზე.

 

საშვილოსნო ყელის კიბოს სკრინინგი და პრევენცია

 

საშვილოსნოს ყელის კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა სკრინინგითაა შესაძლებელი, რომლისთვისაც მარტივი პროცედურა გამოიყენება. HPV-ის მაღალი ონკოტიპების გამოსავლენად პირველ რიგში პაპტესტი ტარდება, რა დროსაც სპეციალისტი ანალიზისთვის ნაცხს საშვილოსნოს ყელიდან იღებს. მასალა შემდეგ მიკროსკოპის ქვეშ შეისწავლება და ამგვარად დასტურდება ან გამოირიცხება ვირუსის არსებობა.

 

პაპტესტი შესაძლებლობას გვაძლევს ადრეულ ეტაპზევე აღმოვაჩინოთ დაავადება ან კიბოსწინარე მდგომარეობები და დროული მკურნალობით თავიდან ავიცილოთ გართულებები. აღსანიშნავია, რომ პროცედურა ხანმოკლე და სრულიად უმტკივნეულოა, მისი სარგებელი კი – განუზომლად დიდი. რაც მთავარია, ის ფართოდ არის ხელმისაწვდომი საქართველოში.

 

ამ ტიპის ონკოლოგიური დაავადების პრევენცია კი პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციითაა შესაძლებელი, რომლის გაკეთებაც 9 წლის ასაკიდანაა რეკომენდებული. ის მინიმუმამდე ამცირებს არა მხოლოდ ადამიანის HPV-ით გამოწვეული საშვილოსნოს ყელის სიმსივნის შემთხვევებს, არამედ ეფექტურია სხვა გინეკოლოგიური სიმსივნეების – ვულვის, ვაგინისა და ანალური მიდამოს კიბოს პრევენციისთვის. აღსანიშნავია, რომ ვაქცინაცია საქართველოში 26 წლამდე ასაკის ქალებისთვის უფასოდაა ხელმისაწვდომი.

 

თოდუას კლინიკა გირჩევთ, სქესობრივი ცხოვრების დაწყების შემდეგ, პაპტესტი და ულტრაბგერითი გამოკვლევა სკრინინგულად წელიწადში ერთხელ ჩაიტაროთ. პერიოდულობა შეიძლება შეიცვალოს ექიმის მიერ – პაციენტის ასაკის, რეპროდუქციული სისტემის მდგომარეობის, ცხოვრების სტილისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.

 

დაჯავშნეთ ვიზიტი თოდუას კლინიკის სპეციალისტებთან ონლაინ და ჩაიტარეთ გეგმური კვლევები კომფორტულ გარემოში.

 

დიაგნოსტიკა თოდუას კლინიკაში

 

კიბოს დიაგნოსტიკა კლინიკაში თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილ ლაბორატორიებში და ულტრათანამედროვე აპარატურით ხორციელდება, რაც საშვილოსნოს ყელის სიმსივნესა და სხვა ონკოლოგიური დაავადებების ზუსტ დიაგნოსტირებას უზრუნველყოფს.

 

როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, საშვილოსნოს ყელის სიმსივნის გამოსავლენად, პირველ რიგში, პაპტესტს მივმართავ. მისი საეჭვო შედეგების შემთხვევაში, აუცილებელია, დაინიშნოს დამატებითი გამოკვლევები – კოლპოსკოპია, ბიოფსია და მორფოლოგიური კვლევა. ასევე, შესაძლოა, ჩატარდეს მაგნიტურ-რეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფიაც. ტომოგრაფია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაავადების სტადირების, სიმსივნის ზომის, მისი გავრცელების არეალისა და შორეული მეტასტაზების გამოსავლენად, რაც ექიმს ეხმარება შეიმუშაოს მკურნალობის სწორი გეგმა.

 

👉 გადაიღე კომპიუტერული ტომოგრაფია თოდუას კლინიკაში უახლესი აპარატურით და მიიღე ზუსტი დიაგნოზი.

 

საშვილოსნოს ყელის კიბოს მკურნალობა

 

ადრეული სტადიის საშვილოსნოს ყელის კიბოს უმეტესად ქირურგიულად მკურნალობენ, რა დროსაც ხდება სიმსივნის ამოკვეთა. თუკი კიბო არ არის გავრცელებული დიდ არეალზე, შესაძლებელია გინეკოლოგიური ორგანოების შენარჩუნება. მკურნალობაში, შესაძლოა, სპეციალისტმა ჩართოს რადიაციული თერაპიაც. სხივური თერაპია თოდუაში ულტრათანამედროვე აპარატით სრულდება, რომელსაც გააჩნია ინოვაციური მახასიათებლები და, შესაბამისად, საუკეთესო შედეგებს იძლევა. თუ კიბო მეტასტაზირებულია და გავრცელებულია შორეულ ორგანოებზე, მაშინ სპეციალისტი ნიშნავს ქიმიოთერაპიასაც. თუმცა მნიშვნელოვანია, საქმე დაავადების გართულებულ ფორმებამდე არ მივიდეს, მით უფრო, რომ დღეს დაავადების სკრინინგი და პრევენცია შესაძლებელია და ორივე მათგანი ხელმისაწვდომია ფართო საზოგადოებისთვის.

გაზიარება