მემკვიდრული თრომბოფილიის გენეტიკური ტესტირება
28/07/2023
თოდუას კლინიკის მოლეკულური დიაგნოსტიკის და ონკოგენეტიკის ლაბორატორიაში შესაძლებელია განისაზღვროს თრომბოფილიის მიმართ გენეტიკური წინასწარგანწყობა. აღნიშნული კვლევები ტარდება პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით (PCR).
თრომბოფილია მდგომარეობაა, რომელიც ასოცირებულია თრომბოემბოლიის განვითარების მომატებულ რისკთან. სისხლის შედედების ფაქტორები ადამიანის ორგანიზმში გენეტიკურად არის განსაზღვრული და თრომბოზული გართულებების თავიდან აცილება მათ ნორმალურ ფუნქციონირებაზეა დამოკიდებული. ზოგჯერ აღნიშნული ფაქტორების განმსაზღვრელ გენებში ხდება მუტაცია, რის გამოც სისხლის შედედების სისტემა სათანადოდ ვეღარ ფუნქციონირებს და ვითარდება თრომბი.
თრომბოფილიის მქონე პირებში ხშირია ისეთი დაავადებები, როგორიცაა მიოკარდიუმის ინფარქტი, იშემიური ინსულტი, ღრმა ვენური თრომბოზები.
განსაკუთრებით საყურადღებოა ასეთი დადავადებების განვითარება ახალგაზრდა ასაკში და პირებში, რომლებსაც მსგავსი დაავადებებით დატვირთული ოჯახური ანამნეზი აქვთ.
ასევე ხშირია ორსულთა პათოლოგიები:
- განმეორებითი სპონტანური აბორტები
- პლაცენტის აშრევება
- ნაყოფის ზრდის შეფერხება
- ნაადრევი მშობიარობა
- ორსულთა ეკლამპსია-პრეეკლამპსია
- წარუმეტებელი ინ ვიტრო განაყოფიერება
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშორდით - 2 57 57 57