ონკოგენეტიკური კვლევები თოდუას კლინიკაში

11/08/2023
 
ონკოგენეტიკა სწავლობს სიმსივნეების ეტიოლოგიასა და პათოგენეზში გენეტიკური ფაქტორის როლს, ადამიანის დნმ-ის ჯაჭვის შემადგენელი ერთეულების - ნუკლეოტიდების თანმიმდევრობისა და მასში წარმოქმნილი მუტაციების შესწავლის გზით.
 
 
ამ მუტაციების დადგენა საშუალებას გვაძლევს მკურნალობა გავხადოთ მეტად ეფექტური, რადგან ზოგჯერ გარკვეული ჯგუფის პრეპარატები ვერ უზრუნველჰყოფს ამა თუ იმ სიმსივნური უჯრედების გამრავლების დათრგუნვას.
 
 
გენეტიკური ანალიზის საფუძველზე, ცალკეული მუტაციის გათვალისწინებით შესაძლებელია პრეპარატის გამიზნულად შერჩევა, რაც მკურნალობის პროცესს მეტად ეფექტურს და პერსონალიზებულს ხდის.
 
 
ონკოგენეტიკური კვლევები საშუალებას იძლევა დადგინდეს გენეტიკური გენეზი ისეთი დაავადებებისა, როგორიცაა კოლორექტული, წინამდებარე ჯირკვლის, ძუძუს, ენდომეტრიუმის, საკვერცხის კიბო.
 
 
 
ცხოვრების წესის კორექციით და რეგულარული პროფილაქტიკური შემოწმებებით შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის სიმსივნური დაავადებების არამარტო დროული დიაგნოსტიკა, მათთან დაკავშირებული გართულებების თავიდან აცილება და ეფექტური მკურნალობა, არამედ რიგ შემთხვევებში დაავადებების პრევენციაც.
 
 
დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით  - 2 57 57 57
გაზიარება