დიაგნოსტიკა - სწორი დიაგნოზის მნიშვნელობა

10/07/2023

 

სწორი დიაგნოზი წარმატებული მკურნალობის ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია. ის არის პირველი რგოლი, რომელზეც შემდეგი მკურნალობის მთელი ჯაჭვი უნდა აეწყოს და მეტწილად მასზეა დამოკიდებული რამდენად სწორად წარიმართება პროცესი. ამიტომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სრულფასოვანი გამოკვლევა და ზუსტი დიაგნოზის დასმა უპირველესი ამოცანა უნდა იყოს სპეციალისტისთვის.

 

თოდუას კლინიკა დაფუძნების დღიდან ზრუნავს საქართველოში ხელმისაწვდომი გახადოს სამედიცინო ტექნოლოგიური ინოვაციები და დაწესებულება აღჭურვოს ყველა იმ საშუალებით, რაც ექიმებს პაციენტის დეტალურ გამოკვლევასა და ზუსტი დიაგნოზის დასმას გაუმარტივებს. ეს დღემდე კლინიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად რჩება.

 

ახლა სწორედ სადიაგნოსტიკო შესაძლებლობებსა და კვლევათა იმ ძირითად ჩამონათვალს გაგაცნობთ, რომელთა ჩატარებასაც თოდუას კლინიკაში შეძლებთ.

 

გაცნობებთ, რომ თოდუას კლინიკაში შეგიძლიათ ისარგებლოთ ჩექაფის სერვისით, რომელიც დაგეხმარებათ დაავადებების დროულად გამოვლენაში.

 

ულტრათანამედროვე ტექნიკური ბაზა სრულფასოვანი ინსტრუმენტული გამოკვლევებისთვის

 

თოდუას კლინიკის ერთ-ერთი წამყვანი მიმართულებაა რადიოლოგია, რომელიც განსაკუთრებით სწრაფად ვითარდება და ამ მხრივ, ტოლს არ უდებს მსოფლიოს წამყვან სამედიცინო დაწესებულებებს. მართლაც, კლინიკაში შესაძლებელია ჩატარდეს მრავალი ისეთი რადიოლოგიური კვლევა, რისთვისაც პაციენტებს მანამდე სხვა ქვეყნებში გამგზავრება უწევდათ.

 

კომპიუტერული ტომოგრაფია თოდუას კლინიკაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი რადიოლოგიური კვლევაა. ის უახლესი თაობის 6 აპარატით სრულდება. ესენია: Somatom Force, Somatom go.Top, Somatom Definition Edge და Somatom Definition Edge Plus. აპარატებს გააჩნიათ გამოსახულების მაღალი ხარისხი და ინოვაციური პროგრამული უზრუნველყოფა, რაც მრავალი პათოლოგიის დეტალურ გამოკვლევას ხდის შესაძლებელს.

 

აღსანიშნავია, რომ თოდუას კლინიკა იყო პირველი, ვინც რეგიონში პირველად, 1991 წელს, კომპიუტერული ტომოგრაფიის მიმართულება დანერგა. დღეს განყოფილებას ხელმძღვანელობს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და კვალიფიციური რადიოლოგი გიორგი წივწივაძე. ასევე თოდუას კლინიკაში მუშაობს ცნობილი რადიოლოგი ბადრი შარიქაძე.

 

უახლესი თაობის აპარატურით ტარდება თოდუას კლინიკაში მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიაც. დაწესებულება აღჭურვილია ფირმა Siemens-ის 7 მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფით. მათი ინოვაციური მახასიათებლები შესაძლებლობას იძლევა შეფასდეს როგორც სტრუქტურული, ისე ფუნქციონალური ცვლილებები, აქვს მაღალი ხარისხის გამოსახულება და სრული პროგრამული (ნევროლოგიური, ანგიოლოგიური, კარდიოლოგიური, ონკოლოგიური, ორთოპედიული, მუცლისა და მენჯის, პედიატრიული) უზრუნველყოფა. ამასთან ერთად, კლინიკაში არსებულ აპარატურას გააჩნია ფართო და მოკლე გვირაბები და სპეციალური Mood Light განათება, რის გამოც მრტ-ს გადაღება ნაკლებად უსიამოვნო პროცედურაა კლაუსტროფობიის მქონე პაციენტებისთვის. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია კვლევა ჩატარდეს სედაციითაც.

 

ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა თოდუას კლინიკის კიდევ ერთი უპირატესობაა. განყოფილება აღჭურვილია ფირმა Canon-ის პრემიუმ კლასის აპარატებით, რომლებიც იძლევა მაქსიმალურად სუფთა გამოსახულებას და უმცირესი დეტალების ვიზუალიზაციასაც კი უზრუნველყოფს.

 

აღსანიშნავია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ყველა რადიოლოგიური კვლევის დროს, პაციენტის დასხივება მინიმუმამდეა შემცირებული, რაც უახლესი თაობის აპარატების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია.

 

OLYMPUS-ის უახლესი თაობის ენდოსკოპიური აპარატით – Evis X1-ით არის აღჭურვილი თოდუას კლინიკის ენდოსკოპიური განყოფილებაც. ის იძლევა მაღალი ხარისხის გარჩევადობის სურათს და პათოლოგიების დეტალურად გამოკვლევას ხდის შესაძლებელს. ამასთან ერთად, Evis X1-ს გააჩნია გაუმჯობესებული ულტრაბგერითი ფუნქცია, რისი მეშვეობითაც ენდოსკოპიური პროცედურის დროს ექიმს შეუძლია ჩაატაროს ულტრაბგერითი კვლევაც და მიიღოს დამატებითი ინფორმაცია ამა თუ იმ უბანზე. აპარატი ოქროს სტანდარტად მიიჩნევა კიბოსწინარე დაავადებებისა და სიმსივნური წარმონაქმნების დიაგნოსტირებაში.

 

თოდუას კლინიკაში ტარდება სხვა მრავალი არაინვაზიური თუ ინვაზიური ინსტრუმენტული გამოკვლევა, რაც უზრუნველყოფს პაციენტის პრობლემის სრულფასოვნად შესწავლასა და ზუსტი დიაგნოზის დასმას.

 

დიაგნოსტიკა მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიაში ნებისმიერი ტიპის კვლევისთვის

 

ლაბორატორიული გამოკვლევები უმნიშვნელოვანესია პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შეფასებისთვის, მთელი რიგი დაავადებების აღმოჩენისა და ამა თუ იმ პათოლოგიის დეტალურად შესწავლისათვის. შესაბამისად, ლაბორატორიული გამოკვლევების ხარისხიანად შესრულებას ხშირად სწორი დიაგნოზის დასმისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

 

თოდუას კლინიკაში წარმოდგენილია სხვადასხვა დანიშნულების მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიები, მათ შორის, მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორია და პათომორფოლოგიური დიაგნოსტიკის ლაბორატორია. თითოეული მათგანი აღჭურვილია უახლესი თაობის დანადგარებით, რაც უზრუნველყოფს ანალიზების სწრაფად და ხარისხიანად ჩატარებას.

 

ლაბორატორიული გამოკვლევები, რომლებიც თოდუას კლინიკაში სრულდება, მრავალფეროვანია, ამიტომ მათი ზოგადი ჯგუფების ჩამოთვლით შემოვიფარგლებით. ისინი მოიცავს ჰემატოლოგიურ გამოკვლევებს (სისხლის საერთო ანალიზი), ზოგად კლინიკურ (სხვადასხვა ბიოლოგიური სითხეების შესწავლა, როგორიცაა შარდი და სხვა), კოაგულოლოგიურ, ბიოქიმიურ, იმუნოლოგიურ, მიკრობიოლოგიურ, ვირუსოლოგიურ, ციტოლოგიურსა და მოლეკულურ-გენეტიკურ გამოკვლევებს.

 

აღსანიშნავია, რომ თოდუას კლინიკის ლაბორატორიებში მოქმედებს ხარისხის როგორც შიდა, ისე გარე კონტროლი. ხარისხის შიდა კონტროლისთვის გამოიყენება სპეციალური ხსნარები, რომლებიც ამა თუ იმ კვლევის წინ თავსდება ანალიზატორში და ადასტურებს აღჭურვილობის გამართულობას. ლაბორატორიის ხარისხის გარე კონტროლს კი თოდუას კლინიკაში ორი საერთაშორისო სისტემა — RIQAS (დიდ ბრიტანეთი) და ESfEQA (გერმანია) – უზრუნველყოფს. სწორედ ხარისხის ამგვარი კონტროლისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით ახერხებს თოდუას კლინიკა მუდამ თანხვედრაში იყოს საერთაშორისო სტანდარტებთან.

 

თუმცა გახსოვდეთ, რაც არ უნდა მოწინავე იყოს სადიაგნოსტიკო საშუალებები და რაც არ უნდა მაღალი სიზუსტით დაისვას დიაგნოზი, ხშირად გადამწყვეტი დროული მომართვიანობაა. თანამედროვე მედიცინაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია Check Up – პროფილაქტიკური სამედიცინო გამოკვლევა, რაც არა მხოლოდ დაავადების ადრეული სტადიის აღმოჩენას ხდის შესაძლებელს, არამედ პოტენციური პრობლემების დადგენასა და მათ დროულ პრევენციას უზრუნველყოფს.

 

ასე რომ, დროულად დაიწყეთ თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვა. საჭიროების შემთხვევაში კი, სწორი დიაგნოსტიკა და წარმატებული მკურნალობა თოდუას კლინიკას მიანდეთ.

გაზიარება