სექტემბერი - პროსტატის კიბოს ცნობიერების ამაღლების თვე
29/08/2023
სექტემბერი პროსტატის კიბოს ცნობიერების ამაღლების თვეა!
თოდუას კლინიკის ცენტრალურ ფილიალში სექტემბრის თვის განმავლობაში, ყოველ ხუთშაბათ დღეს უროლოგი კახა ბარნოვი 45 წლიდან მამაკაცებს მიიღებს უფასო კონსულტაციებით
პროსტატის, ანუ წინამდებარე ჯირკვლის კიბოს მამაკაცთა ონკოლოგიურ დაავადებებს შორის პირველი ადგილი უკავია. პროსტატის კიბოს დროული დიაგნოსტირების შემთხვევაში დაავადება სრულად იკურნება. პროსტატის კიბოს ადრეულ სტადიაზე როგორც წესი სიმპტომები არ გააჩნია, შემდგომ სტადიებზე კი სიმპტომები შემდეგია:
გახშირებული ან გაძნელებული შარდვა
შარდის ნაკადის შემცირება
სისხლი სპერმაში
დისკომფორტი მენჯის არეში
ძვლების ტკივილი
ერექციული დისნფუნქცია
რისკ-ფაქტორები:
მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობა
ასაკთან ერთად დაკავშირებული ჰორმონალური დარღვევები
ყოველწლიური სამედიცინო შემოწმება გადამწყვეტია ადრეული დიაგნოზისთვის და კიბოს წარმატებული მკურნალობისთვის
წინასწარი ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით - 2 57 57 57