კიბოს (სიმსივნის) მკურნალობა - რა საშუალებებს გთავაზობთ თოდუას კლინიკა?

08/10/2024

სიმსივნის მკურნალობა კლინიკაში

დღეს მედიცინის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სიმსივნური დაავადებების დამარცხებაა. სწორედ ამიტომ, ონკოლოგია ის დარგია, რომელიც განსაკუთრებით სწრაფად ვითარდება და სპეციალისტებსა და პაციენტებს მუდმივად სთავაზობს მკურნალობის ახალ და პერსონალიზირებულ, ანუ სიმსივნურ უჯრედებზე და დაავადებაზე ორიენტირებულ  საშუალებებს. შედეგად, მითი იმის შესახებ, რომ კიბო არ იკურნება, დიდი ხანია დაიმსხვრა – მკურნალობის თანამედროვე საშუალებების დახმარებით, ონკოლოგიური დაავადებების ადეული ეტაპზე აღმოჩენის შემთხვევაში, მისი დამარცხება შესაძლებელია.

 

👉 ყელის კიბოს მკურნალობა – გადადით ბმულზე და გაიგეთ მისი მკურნალობის გზებზე

 

დიაგნოზი – სწორი მკურნალობის საფუძველი 

 

ყველაფერი დიაგნოსტიკით იწყება, რადგან ზუსტი დიაგნოზის გარეშე, შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა შეუძლებელია. სწორედ ამიტომ თოდუას კლინიკაში დიაგნოსტირების პროცესს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ავთვისებიანი წარმონაქმნის სრულფასოვნად და დეტალურად შესწავლაში ულტრათანამედროვე ტექნიკური ბაზა გვეხმარება. გარდა ამისა, კლინიკაში მუდმივ რეჟიმში ვნერგავთ დიაგნოსტირების უახლეს საშუალებებს. 

 

შედეგად, ჩვენს ცენტრში შესაძლებელია ნებისმიერი ლაბორატორიული, რადიოლოგიური, ულტრაბგერითი და ენდოსკოპიური კვლევის ჩატარება, მათ შორის, ისეთების, რომლებიც მხოლოდ მსოფლიოს წამყვან კლინიკებშია ხელმისაწვდომი.

 

👉 კიბოს ზუსტი დიაგნოსტიკა – გაიგეთ მეტი თოდუას კლინიკაში ხელმისაწვდომ სადიაგნოსტიკო საშუალებებზე

 

მულტიდისციპლინური მიდგომა

 

ზუსტი დიაგნოზის დასმის შემდეგ, მკურნალობას მულტიდისციპლინური გუნდი ნიშნავს. ონკოლოგი, ონკოქირურგი, რადიაციული ონკოლოგი, რადიოლოგი, მორფოლოგი, ფიზიოთერაპევტი და სხვა პროფილის სპეციალისტები პაციენტის შემთხვევას კონსილიუმზე განიხილავენ და ერთობლივად არჩევენ მკურნალობის შესაბამის მეთოდებს, ვინდაინ აღნიშნული მეთოდები ყველა პაციენტზე ინდივიდუალურადაა მორგებული.

 

კიბოს მკურნალობის მეთოდები

 

დიაგნოზიდან გამომდინარე, კიბოს მკურნალობა რამდენიმე მეთოდით წარიმართება, ესენია: სხივური თერაპია, ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, ტარგეტული თერაპია, იმუნოთერაპია და ქირურგიული მკურნალობა. კიბოს მკურნალობის კურსი შეიძლება მოიცავდეს მხოლოდ ერთ მეთოდს ან რამდენიმე საშუალების კომბინაციას. 

 

მკურნალობის ძირითად მეთოდებს ქვემოთ უფრო დეტალურად განვიხილავთ. 

 

👉 რას გულისხმობს ბიოფსიის სამედიცინო პროცედურა

 

სხივური თერაპია კიბოს მკურნალობისთვის

 

სხივური თერაპია ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა და მას რამდენიმე დანიშნულებით იყენებენ. მისი დახმარებით შესაძლებელია სიმსივნური უჯრედების მაქსიმალურად განადგურება, წარმონაქმნის ზომაში შემცირება და კიბოს პროგრესირების შეჩერება ან შენელება. 

 

პაციენტის დიაგნოზიდან გამომდინარე შეიძლება დაინიშნოს:

 

- რადიკალური სხივური თერაპია – მისი მიზანია სიმსივნის განადგურება, ამიტომ დასხივება ამ შემთხვევაში განსაკუთრებით ინტენსიურია. რადიკალური სხივური თერაპია გამართლებულია მაშინ, როდესაც კიბო ლოკალიზებულია ერთ კონკრეტულ არეალში და არ არის გავრცელებული მიმდებარე ან შორეულ ორგანოებზე/ქსოვილებზე. 

- სხივური თერაპია ქირურგიულ ოპერაციამდე – ასეთ დროს მკურნალობის მიზანია სიმსივნური ქსოვილის ზომაში შემცირება, რათა ოპერაციამ უფრო მარტივად და წარმატებით ჩაიაროს.

- სხივური თერაპია პოსტოპერაციულად – ის მიზნად ისახავს იმ სიმსივნური უჯრედების განადგურებას, რომელიც შესაძლოა თვალისთვის უხილავი იყოს. შესაბამისად, მას პროფილაქტიკური ხასიათი აქვს. 

- სხივური თერაპია პალიატიური მოვლის პროცესში – ამ შემთხვევაში სხივური თერაპიის მიზანი პაციენტის ჩივილების შემსუბუქება და მისი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა. 

 

👉 საკვერცხის კიბოს მკურნალობა – გაიგეთ მეტი დაავადებაზე

 

თოდუას კლინიკაში ხელმისაწვდომია VARIAN-ის აპარატურა – მისი ხაზოვანი ამაჩქარებელი, Truebeam და რადიოქირურგიული სისტემა Varian Edge. ამ აპარატურის  დახმარებით, შესაძლებელია დაზიანებული უბანი სწრაფად, მეტი სიზუსტითა და ჯანმრთელი ორგანოებისა და ქსოვილების მაქსიმალური დაცვით დასხივდეს. ამასთან ერთად, ჩატარდეს რადიოქირურგიული მკურნალობა, რაც გულისხმობს მაღალი დოზით ერთჯერად ან რამდენიმეჯერად დასხივებას.

 

თოდუას კლინიკაში ასევე ტარდება სუნთქვასთან სინქრონიზებული რადიოთერაპია, რომელიც სუნთქვასთან ერთად მოძრავი წარმონაქმნების ზუსტ დასხივებას უზრუნველყოფს, თანაც ფილტვის ქსოვილის მაქსიმალურ დაცვით. ამასთან ერთად, ჩვენს ცენტრში პაციენტებს აქვთ შესაძლებლობა ჩაიტარონ ბრაქითერაპია GammaMedplus iX-ით აპარატით. ამ მეთოდით სიმსივნური წარმონაქმნი მაქსიმალურად ახლოდან სხივდება ე.წ. „აპლიკატორების“ დახმარებით. რაც მთავარია, პროცედურის განმავლობაში არ ზიანდება ირგვლივ არსებული ჯანმრთელი ქსოვილები. 

 

👉 კომპიუტერული ტომოგრაფია თოდუას კლინიკაში – გაიგეთ მეტი კვლევის ამ მეთოდზე 

 

ქიმიოთერაპიის პროცედურა

ქიმიოთერაპია კიბოს მედიკამენტურ მკურნალობას გულისხმობს. სხივური თერაპიის მსგავსად, მკურნალობის ეს მეთოდი მიზნად ისახავს კიბოს უჯრედების განადგურებას ან მათი გამრავლების შეჩერებას/შენელებას. ქიმიოთერაპიის პროცედურა შეიძლება დაინიშნოს როგორც დაავადების საწყის სტადიაზე, ისე მისი შორსწასული ფორმების დროს. იმისათვის, რომ სიმსივნის მკურნალობა მაქსიმალურად წარმატებული იყოს, მნიშვნელოვანია სწორად შეირჩეს პრეპარატების კომბინაცია. 

 

მედიცინაში განასხვავებენ ქიმიოთერაპიის რამდენიმე ფორმას, ესენია:

 

ნეოადიუვანტური ქიმიოთერაპია – ინიშნება ქირურგიულ ოპერაციამდე ან სხივურ თერაპიამდე, რათა მოხდეს სიმსივნის ზომაში შემცირება ან გაქრობა
 
ადიუვანტური ქიმიოთერაპია – ინიშნება ქირურგიული მკურნალობის შემდეგ. ის უმეტესად პროფილაქტიკური ხასიათისაა და მიმართულია თვალისთვის უხილავი მიკრომეტასტაზების განადგურებისკენ.
 
სამკურნალო ქიმიოთერაპია – გამოიყენება აქტიური სიმსივნური პროცესის წინააღმდეგ. მას ზოგჯერ პალიატიური ქიმიოთერაპიის სახელითაც მოიხსენიებენ.

 

პაციენტები ქიმიოთერაპიას მისი გვერდითი მოვლენების გამო, განსაკუთრებით უფრთხიან. ქიმიოთერაპიული მედიკამენტები მართლაც იწვევენ სხვადასხვა ტიპისა და სიძლიერის რეაქციებს, მაგრამ არა ყოველთვის – ზოგიერთ შემთხვევაში გვერდითი მოვლენა საერთოდ არ ფიქსირდება. რეაქციების გამოვლენა დამოკიდებულია მკურნალობის ხანგრძლივობაზე, პრეპარატის დოზებსა და პაციენტის ინდივიდუალურ ფაქტორებზე. 

 

აღსანიშნავია ისიც, რომ თოდუას კლინიკაში ხელმისაწვდომია ახალი თაობის მედიკამენტები, რომლებიც სხვა პრეპარატებთან შედარებით, გაცილებით მცირე გვერდითი ეფექტს იწვევს. ამასთან ერთად, პაციენტებს ენიშნებათ ისეთი პრეპარატებიც, რომლებიც მათ პრევენციას ან შემცირებას უზრუნველყოფს.

 

გაითვალისწინეთ, გვერდითი მოვლენები ძირითადად გარდამავალია და მკურნალობის დასრულების შემდეგ, როგორც წესი, ნელ-ნელა თავისით ქრება. 

 

👉 მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, იგივე მრტ – რა უნდა იცოდეთ კვლევის ამ მეთოდზე?

 

ქირურგიული მკურნალობა

 

ქირურგია სიმსივნური დაავადებების მკურნალობის ერთ-ერთი უმთავრესი მეთოდია. ონკოქირურგიული ჩარევების დროს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქირურგის კვალიფიკაციას, რადგან ამ ტიპის ოპერაციები საკმაოდ რთული შესასრულებელია. სწორედ ამიტომ თოდუას კლინიკაში მათ მრავალწლიანი გამოცდილებისა და მაღალი კვალიფიკაციის მქონე ონკოქირურგები უძღვებიან.

 

მსოფლიოს წამყვანი სამედიცინო ცენტრების მსგავსად, ჩვენი კლინიკა ორიენტირებულია ორგანოშემანარჩუნებელ, მცირეინვაზიურ ლაპარასკოპიულ ტექნიკაზე. ასეთი ოპერაციები ნაკლებად ტრავმულია და მკვეთრად ამცირებს ჰოსპიტალიზაციის პერიოდსა და გართულებების რისკს. გარდა ამისა, თოდუას კლინიკაში სრულდება აღდგენითი, რეკონსტრუქციული და პლასტიკური ოპერაციები, რაც ონკოპაციენტებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

 

👉 ჩექაფის სერვისი თოდუას კლინიკაში – გაეცანით დეტალებს

 

რეაბილიტაცია და დაავადების მონიტორინგი

 

კიბოს მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ დიდი მნიშვნელობა აქვს რეაბილიტაციასა და დაავადების მონიტორინგს. ამიტომ თოდუას კლინიკაში პაციენტებს აქვთ შესაძლებლობა გაიარონ ქიმიო- თუ სხივური თერაპიის შემდგომი რეაბილიტაცია და შესაძლო გართულებები მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ჩართულობით მართონ. გარდა ამისა, ჩვენს ცენტრში მუდმივ რეჟიმში ხორციელდება დაავადების მონიტორინგი როგორც მკურნალობის პროცესში, ისე მისი დასრულების შემდეგ. ყველა ამ რგოლის ერთობლიობა კი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მკურნალობის შედეგებსა და პაციენტების ცხოვრების ხარისხს. 

გაზიარება