სქესობრივად გადამდები დაავადებების გენოტიპირება
19/07/2023
თოდუას კლინიკის მოლეკულური დიაგნოსტიკის ლაბორატორიაში შესაძლებელია განისაზღვროს სხვადასხვა გენოტიპის მქონე სქესობრივად გადამდები ინფექცია პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით (PCR), რომლის უპირატესობაც სისწრაფე, სიზუსტე და მაღალი მგრძნობელობაა დაავადების გამომწვევი პათოგენის მინიმალური კონცენტრაციის მიმართაც კი.
სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებს მიეკუთვნება ისეთი ინფექციები, რომელთა გადაცემა უმეტეს შემთხვევაში ხდება ინფიცირებულ ადამიანთან სქესობრივი კავშირის შედეგად. თუმცა, აღნიშნული ინფექციების გადაცემა ყოველთვის არ არის დაკავშირებული სქესობრივ კონტაქტთან. ზოგიერთი მათგანი შეიძლება გავრცელდეს მშობიარობისას, დედიდან ნაყოფზე, საზიარო პირადი მოხმარების საგნების გამოყენებით.
ინფექციები შეიძლება იყოს გამოწვეული სხვადასხვა ტიპის პათოგენებით, რომელთა შორისაა:
- მიკოპლაზმა გენიტალიუმი (Mycoplasma Genitalium)
- მიკოპლაზმა ჰომინის (Mycoplasma Hominis)
- ურეაპლაზმა ურეალიტიკუმი (Ureaplasma Urealyticum)
- ურეაპლაზმა პარვუმ (Ureaplasma Parvum)
- ნეისერია გონორეა (Neiseria Gonorrheae)
- გარდნერელა ვაგინალის (Gardnerella Vaginalis)
- ტრეპონემა პალიდუმ (Treponema Pallidum)
- ტრიქომონას ვაგინალის (Trichomonas Vaginalis)
- ქლამიდია ტრაქომატისი (Chlamydia Trachomatis)
- მარტივი ჰერპესის ვირუსი ტიპი -1 (HSV-1)
- მარტივი ჰერპესის ვირუსი ტიპი -2 (HSV-2)
ორგანიზმში სქესობრივად გადამდები ინფექციების არსებობაზე შეიძლება მიუთითებდეს მრავალი სიმპტომი:
- მტკივნეული შარდვა
- წვის შეგრძნება შარდვისას
- გამონადენი სასქესო ორგანოებიდან
- სისხლდენა
- სასქესო ორგანოების ქავილი
- ტკივილი სქესობრივი აქტის დროს
ასევე ზოგადი სიმპტომები:
- დისკომფორტი მუცლის ქვედა არეში
- გამონაყარი სხეულზე
- ხერხემლის და სახსრების ტკივილი
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ხშირ შემთხვევაში ამ ტიპის ინფექციები სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ამდენად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების ადრეული დიაგნოსტირება და მკურნალობა, რაც შეამცირებს ინფექციის გავრცელების რისკს და თავიდან აგვაცილებს მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სიმძიმის გართულებებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით - 2 57 57 57