ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტი

დეპარტამენტის ხელმძღვანელი - თამარ ხუციშვილი

 

ნდოკრინოლოგია მოიცავს  შიდა სეკრესციის ორგანოების პათოლოგიათა სრული სპექტრის დიაგნოსტიკასა და მკურნალობას თანამედროვე რეკომენდაციებზე დაყრდნობით.

კვალიფიციური პერსონალი, სრულიად ავტომატიზებური, რეგიონში ანალოგის არმქონე ლაბორატორია, თანამედროვე ულტრაბგერითი აპარატურა, განაპირობებს ენდოკრინულ დაავადებათა საწყის ეტაპზე დიაგნოსტირებასა და სწორ მკურნალობას.

 

ენდოკრინოლოგია - დიაგნოსტიკა და მკურნალობა

თოდუას კლინიკის ენდოკრინული განყოფილება მოიცავს ენდოკრინულ პათოლოგიათა სრული სპექტრის დიაგნოსტიკასა და მკურნალობას თანამედროვე რეკომენდაციებზე დაყრდნობით:

 

  • შაქრიანი დიაბეტი (ტიპი 1, ტიპი 2, გესტაციური დიაბეტი, დიაბეტის სხვა ფორმები)
  • სიმსუქნე და მეტაბოლური სინდრომი
  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები (ჰიპოთირეოზი, ჰიპერთირეოზი, ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის ონკოლოგიური დაავადებები და ა.შ)  
  • ფარისებრახლო ჯირკვლების დაავადებები (ჰიპერპარათირეოზი, ჰიპოპარათირეოზი)
  • ჰიპოფიზის დაავადებები (აკრომეგალია, ჰიპერპროლაქტინემია, უშაქრო დიაბეტი, კუშინგის დაავადება და ა.შ)
  • თირკმელზედა ჯირკვლების დაავადებები (ჰიპერალდოსტერონიზმი, ადისონის დაავადება და ა.შ)
  • ვიტამინებისა და მიკროელემენტების დეფიციტით, მინერალური ნივთიერებების  ცვლის დარღვევით  განპირობებული პათოლოგიები (ოსტეოპოროზი და ა.შ.)

 

 

 

 

 

 

რას მოიცავს მომსახურება?

თოდუას კლინიკა სრულად მოიცავს სერვისებს, რომლებიც აუცილებელია ენდოკრინულ დაავადებათა სრულფასოვად დიაგნოსტიკასა და მონიტორინგში:

 

  • სრულად ავტომატიზირებული ლაბორატორია
  • ულტრაბგერითი გამოკვლევა
  • ფარისებრი ჯირკვლის, ფარისებრახლო ჯირკვლების სცინტიგრაფიული კვლევა
  • კომპიუტერული ტომოგრაფია
  • მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია
  • დენსიტომეტრია
გაზიარება