ბიოფსია

12/02/2024

ბიოფსიის ჩატარება კლინიკაში

ბიოფსია სამედიცინო პროცედურაა, რომელიც დიაგნოზის დაზუსტებისთვის, ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი წარმონაქმნების დიფერენცირებისთვისა და დაავადების სიმწვავისა დასადგენად გამოიყენება. მას მივმართავთ მაშინ, როდესაც ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევებით ზუსტი დიაგნოზის დასმა ვერ ხერხდება და სრული სურათისთვის საჭიროა დამატებითი ინფორმაცია.  

 

ბიოფსია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმსივნური პროცესების შესასწავლად. ის გამოიყენება თითქმის ყველა ონკოლოგიური დაავადების, მათ შორის, ძუძუს, ფილტვის, თირკმლის, საშვილოსნოს ყელის, კუჭისა და სხვა სიმსივნეების დეტალური დიაგნოსტირებისთვის.

 

ონკოლოგია და დიაგნოსტიკა – გაიგეთ მეტი სიმსივნეების დიაგნოსტირებისა და მკურნალობის შესახებ.

 

ონკოლოგიური დაავადებების გარდა, ბიოფსია ტარდება ინფექციური, ანთებითი და ავტოიმუნური დაავადებების გამოსარიცხადაც. მისი მეშვეობით, ასევე, იკვლევენ გადასანერგი ქსოვილების თავსებადობას.

 

აღსანიშნავია, რომ ბიოფსია ნაკლებად ინვაზიური და უსაფრთხო პროცედურაა. კვლევით მიღებული ინფორმაცია კი უმნიშვნელოვანესია მკურნალობის მეთოდების შერჩევისა და, ზოგადად, სწორი ტაქტიკის შემუშავებისთვის.

 

ბიოფსიის დროს საეჭვო უბნიდან სპეციალური ხელსაწყოთი ამოიკვეთება ქსოვილის მცირე ნიმუში (ბიოპტატი), რომელიც პათომორფოლოგიურ ლაბორატორიაში ჰისტოლოგიური ან ციტოლოგიური კვლევისთვის იგზავნება. პროცედურის ჩატარება სხეულის თითქმის ყველა ორგანოსა და უბანზეა შესაძლებელი, თუმცა, იმისათვის, რომ გამოირიცხოს ცრუ დადებითი ან ცრუ უარყოფითი შედეგები, აუცილებელია, სწორად შეირჩეს ბიოფსიის ტიპი.

 

ბიოფსიის ტიპები

 

თოდუას კლინიკაში შესაძლებელია ნებისმიერი სახის ბიოფსიის ჩატარება. მისი შერჩევა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის ინფორმაციის მიღება გვსურს და სად მდებარეობს საკვლევი უბანი.

 

„თოდუას კლინიკაში“ ტარდება:

 

ბიოფსია ნემსით – უმეტესად მას ისეთი წარმონაქმნების გამოსაკვლევად მივმართავთ, რომლებიც  პალპაციის დროს კანქვეშ შეიგრძნობა. ნემსით ტარდება ბიოფსია ისეთი ორგანოებისა და უბნების გამოსაკვლევად, როგორებიცაა ფარისებრი ჯირკვალი, ლიმფური კვანძები, სარძევე ჯირკვალი და სხვა. პროცედურა შეიძლება ჩატარდეს წვრილი (წვრილი ნემსით ასპირაცია) ან მსხვილი ნემსით (მსხვილნემსიანი ბიოფსია), რომლის შერჩევაც დამოკიდებულია საკვლევ უბანზე.

 

ბიოფსია ვაკუუმის დახმარებით – აღნიშნული პროცედურა ტარდება სპეციალური შემწოვი მოწყობილობით, რაც საკვლევი მიდამოდან მეტი სითხისა და უჯრედების ამოღებას უზრუნველყოფს.

 

ენდოსკოპიური ბიოფსია – პროცედურის დროს საკვლევ მიდამოში წვრილი დრეკადი მილი (ენდოსკოპი) შედის, რომელზე დამაგრებული კამერის მეშვეობითაც გამოსახულებას მონიტორზე ვიღებთ. ენდოსკოპის დახმარებით ხდება ქსოვილის ნიმუშების შეგროვება ბიოფსიისთვის. აღსანიშნავია, რომ ენდოსკოპიური ბიოფსია თოდუას კლინიკაში OLYMPUS-ის უახლესი თაობის აპარატით – Evis X1-ით ტარდება , რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას ანალიზისთვის საჭირო ნიმუშის აღების პარალელურად, დეტალურად შევისწავლოთ პათოლოგიური წარმონაქმნი.

 

ბიოფსია ვიზუალური კონტროლით – აღნიშნული პროცედურა ულტრაბგერით ან კომპიუტერული ტომოგრაფიის დახმარებით სრულდება, რაც საშუალებას აძლევს სპეციალისტს ნიმუშები უფრო ღრმა შრეებიდან აიღოს.

 

დამიზნებითი (ტარგეტული) ბიოფსია   კონტროლით.

 

ღია ანუ ოპერაციული ბიოფსია – ბიოფსიის ამ ტიპს მივმართავთ მაშინ, თუ სხვა სახის ბიოფსიები წარუმატებელია ან ძნელად მისადგომი ადგილებიდან სხვანაირად ვერ ხერხდება ნიმუშის აღება. ამისათვის ძირითადად გამოიყენება ლაპაროსკოპი. ბიოფსია შესაძლოა ჩატარდეს ოპერაციის მიმდინარეობის დროსაც იმ შემთხვევაში, თუ ქირურგს სჭირდება დამატებითი ინფორმაცია ქირურგიული მკურნალობის ტაქტიკისა და მასშტაბის განსაზღვრისათვის.

 

აღსანიშნავია, რომ უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი თოდუას კლინიკის პათომორფოლოგიური დიაგნოსტიკის ლაბორატორია, რათა მოხდეს ზუსტი დიაგნოზის დასმა და მცდარი შედეგების გამორიცხვა. განყოფილებას ხელმძღვანელობს 30 წელზე მეტი გამოცდილების მქონე პათომორფოლოგი ლალი წივწივაძე.

 

დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: 032 2 57 57 57 და ჩაეწერეთ თქვენთვის სასურველ სპეციალისტთან.

 

გისურვებთ ჯანმრთელობას!

 

გაზიარება