ალერგოლოგიის განყოფილება

განყოფილების ხელმძღვანელი - თამარ ბარბლიშვილი 

 

ალერგია არის ადამიანის იმუნური სისტემის მომატებული რეაგირება ნივთიერებებზე რომლებიც ჩვეულებრივ უვნებელია მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის. ალერგიის გამომწვევი ალერგენები შეიძლება იყოს საყოფაცხოვრებო, ცხოველური, მცენარეული, კვებითი, წამლისმიერი და ა.შ.

მთელს მსოფლიოში აღინიშნება ალერგიული დაავადებების მზარდი ტენდენცია. ალერგიის გამომწვევი აგენტების დიაგნოსტიკა წარმოებს Allergopharma-ს ტესტ-კრებულ K-ს გამოყენებით. ასევე, ლაბორატორიულად ImmunoCap ტესტებით ახალი თაობის ანალიზატორზე Phadia 100. ხორციელდება: მედიკამენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის განსაზღვრა კანის სინჯებით, იმუნოთერაპიული პროცედურები.

 

ფ. თოდუას კლინიკაში მიმდინარეობს სხვადსხვა ალერგიული დაავადების მართვა/მკურნალობა, ესენია:

  • ალერგიული რინიტი
  • ბრონქული ასთმა
  • ურტიკარია (ე.წ. ჭინჭრის ციება)
  • ანგიონევროზული შეშუპება (კვინკეს შეშუპება)
  • ატოპიური დერმატიტი
  • წამლისმიერი ალერგია
  • კვებითი ალერგია
  • მედიკამენტური ალერგია
  • ალერგია მწერის ნაკბენზე და მზეზე

სიმპტომები, რომელთა არსებობის შემთხვევაში რეკომენდებულია ალერგოლოგიური კუთხით გამოკვლევების ჩატარება:

  • ცემინება, ცხვირის გაჭედილობა და ქავილი, წყლისებური გამონადენი ცხვირიდან
  • თვალების სიწითლე, ქავილი, ცრემლდენა
  • მსტვინავი სუნთქვა, შებოჭილობა გულმკერდის არეში, სუნთქვის გაძნელება, ხველა
  • ტუჩების, ენის, ქუთუთოების, სახის შესივება
  • მუცლის ტკივილი, ჭვალი, ღებინება ან დიარეა
  • მშრალი, დამსკდარი, წითელი კანი ქავილით

 

პაციენტებში, რომელთა ალერგიული ჩივილები გამოვლინდება სასუნთქი სისტემის მხრივ, გარკვეული ნოზოლოგიების დროს მნიშვნელივანია ჩატარდეს ისეთი გამოკვლევები, როგორებიცაა სპირომეტრია და ამოსუნთქულ ჰაერში აზოტის ოქსიდის განსაზღვრა.

ფ. თოდუას ცენტრი აღჭურვილია MicroLab Mk8 და NObreath თანამედროვე აპარატურით, რაც საშუალებას გაძლევთ ჩაიტაროთ ზემოთ აღნიშნული კვლევები.

გაზიარება