დერმატო-ვენეროლოგიის განყოფილება

განყოფილების ხელმძღვანელი - ნინო კახიშვილი

 

ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრში ხელმისაწვდომია დერმატოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირების მომსახურების სრული სპექტრი. მომსახურების სფეროები: ზოგადი დერმატოლოგია, ქირურგიული დერმატოლოგია, პედიატრიული დერმატოლოგია.

დერმატოლოგია მჭიდროდაა დაკავშირებულია მედიცინის ისეთ დარგებთან როგორიცაა ენდოკრინოლოგია, გასტროენტეროლოგია, გინეკოლოგია, ალერგოლოგია და რიგ სხვა სამედიცინო დისციპლინებთან. ეს განპირობებულია  იმ გარემოებით რომ კანის მდგომარეობა/დაავადება ხშირ შემთხვევაში გამოწვეულია არა კონკრეტულად დერმატოლოგიური პრობლემით, არამედ ორგანიზმის მიმდინარე სხვა პროცესებით, არსებული თუ შეძენილი პათოლოგიით. ამიტომ თანამედროვე დერმატოლოგიისთვის მნიშვნელოვანია არა მარტო კანის დაავადებების ეთიოლოგიის, პათოგენეზის და მათი მკურნალობის მეთოდების შესწავლა, არამედ კანის დაავადებების ურთიერთკავშირს ორგანიზმის სხვა პათოლოგიებთან.

ჩვენს კლინიკაში ხელმისაწვდომია დერმატოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირების მომსახურების სრული სპექტრი.

 

მომსახურების სფეროები:

  • ზოგადი დერმატოლოგია
  • ქირურგიული დერმატოლოგია
  • პედიატრიული დერმატოლოგია

 

დერმატოლოგიური პათოლოგიების მკურნალობა

  • კანის ბაქტერიულ–ინფექციური დაავადებები: ფოლიკულიტი, ფურუნკულოზი, კარბუნკული, ვულგარული სტრეპტო–სტაფილოკოკური იმპეტიგო, პიოდერმია, წითელი ქარი, და სხვა.
  • კანის სოკოვანი დაავადებები: სადა კანი მიკოზები, ნაირფერი პიტირიაზი, ონიქომიკოზები, ერითრაზმა, მიკროსპორია, ტრიქოფიტია და სხვა
  • კანის ვირუსული დაავადებები: მარტივი ჰერპესი, შემომსარტყვლელი ჰერპესი (herpes zoster), მეჭეჭები, პაპილომები, კონტაგიოზური მოლუსკი.
  • პარაზიტული დაავადებები: მუნი, პედიკულოზი.
  • ალერგული დაავადებები: კონტაქტური და ალერგიული დერმატიტები, ჭინჭრის ციება, ატოპიური დერმატიტი (ნეიროდერმიტი), ეგზემა (მათ შორის ვარიკოზით გამოწვეული, ტროფიკული წყლულები), ექსუდაციური ერითემა და სხვა.
  • სებორეა, ვულგარული ფერიმჭამელები (აკნე), ვარდისფერი ფერიმჭამელები (როზაცეა).
  • თმის და თავის კანის დაავადებები: ანდროგენული ალოპეცია, ბუდობრივი და დიფუზური თმის ცვენა, ცხიმიანი და მშრალი სებორეა, ქერტლი.
  • ლიქენები: ქერცვლადი ლიქენი (ფსოიაზი), წითელი ბრტყელი ლიქენი, ვარდისფერი ლიქენი (ჟიბერის პიტირიაზი).
  • კოსმეტოლოგიური პრობლემები: ნაწიბურები, პიგმენტური ლაქები, მშრალი და ცხიმიანი კანის მოვლა.

 

გაზიარება