ქირურგიული პროქტოლოგიის განყოფილება

განყოფილების ხელმძღვანელი - ერეკლე გრატიაშვილი

 

პროქტოლოგიური დაავადებები თანამედროვე კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე გახშირებული პრობლემაა. მათ შორის კი ყველაზე ხშირად ჰემოროიდული დაავადება ანუ ბუასილი გვხვდება, რომელიც ზრდასრული მოსახლეობის დიდ უმრავლესობას აღენიშნება ამა თუ იმ ხარისხით. მისი გამოვლინება უმნიშვნელო დისკომფორტებით და მცირე რაოდენობის სისხლდენებით იწყება დეფეკაციის დროს, რაც მკურნალობის გარეშე  შეიძლება მძიმე ავადობის და ინვალიდობის მიზეზადაც მოგვევლინოს. საწყის სტადიებზე მედიკამენტოზური მკურნალობა და მინიინვაზიური პროცედურები შემთხვევათა 95%-ში  თავიდან გვაცილებენ დაავადების შემდგომ პროგრესირებას და მძიმედ გადასატან ოპერაციებს.

პროქტოლოგიური დაავადებების მართვაში უმნიშვნელოვანესია პათოლოგიის დროული გამოვლენა და მყისიერად დაწყებული მკურნალობა!

ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრის პროქტოლოგიურ განყოფილებაში ტარდება შემდეგი დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა:

  • ჰემოროიდული დაავადება
  • ანალური ნაპრალი
  • პარაპროქტიტი
  • პერიანალური მიდამოს, ანალური არხისა და სწორი ნაწლავის სიმსივნური წარმონაქმნები
  • მახვილწვეტიანი კონდილომები
  • ანალური არხის და სწორი ნაწლავის პროლაფსი
  • ანალური სფინქტერის უკმარისობა
  • რექტო-ვაგინური ფისტულა
  • რექტოცელე
  • პილონიდური კისტა(გავა-კუდუსუნის ეპითელიალური ხვრელმილი)
  • ანალური ქავილი
  • მსხვილი ნაწლავის ანთებითი დაავადებები და ფუნქციური აშლილობები

 

 

კლინიკაში არსებული უახლესი აპარატურით ვუზრუნველყოფთ სრულფასოვან დიაგნოსტიკას, მცირე ინვაზიური მეთოდებით მკურნალობას, ოპერაციების სწრაფ და უმტკივნეულო შესრულებას. პროქტოლოგიურ განყოფილებაში ტარდება შემდეგი სახის მანიპულაციები და ოპერაციები:

 

 

  • ანოსკოპია
  • სფინქტერომეტრია
  • მენჯის ფსკერის კუნთოვანი აპარატის ფუნქციონირების სრულფასოვანი შესწავლა და პაციენტებისთვის შესაბამისი რჩევების მიცემა
  • შიდა ჰემოროიდული კვანძების ლიგირება
  • ინფრაწითელი ფოტოკოაგულაცია
  • ულტრამაღალი სიხშირის რადიოტალღებზე მომუშავე ელექტროაპარატით მინიინვაზიური ჩარევები: ჰემოროიდული დაავადების, ანალური ნაპრალის, კონდილომების, პერიანალური ფოჩების, თრომბოზების მკურნალობის დროს
  • ლაზერული ჰემოროიდოპლასტიკა
  • სამკვანდრანტული ჰემოროიდექტომია თანამედროვე აპარატურით, ნაკერების ფორმირების გარეშე
  • ცირკულური ჰემოროიდექტომია
  • სხვადასხვა სირთულის ოპერაციები ფისტულებზე, ფისტულის არხის ლაზერული ობლიტერაცია
  • ეპითელიალური ხვრელმილების ამოკვეთა
  • გაურთულებელი ეპითელიალური ხვრელმილის ლაზერული ობლიტერაცია
  • ოპერაციები სფინქტერების უკმარისობაზე და სწორი ნაწლავის პროლაფსზე
  • სხვადასხვა სირთულის ოპერაციები სწორი და მსხვილი ნაწლავის სიმსივნურ წარმონაქმნებზე

 

გაზიარება