ნევროლოგიის განყოფილება

განყოფილების ხელმძღვანელი - დალი ბერულავა

 

ნეიროდიაგნოსტიკის/ნევროლოგიის განყოფილება გთავაზობთ ნერვული სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკის და კონსერვატიული მკურნალობის თანამედროვე მეთოდეს. ჩვენი ექიმები მუშაობენ ნეირორადიოლოგიის და ნეიროქირურგიის განყოფილებებთან მჭიდრო კავშირში, რაც უზრუნველყოფს პრობლემისადმი კომპლექსურ, მულტიდისციპლინურ მიდგომას.

 

განყოფილება აღჭურვილია თანამედროვე დიაგნოსტიკური აპარატურით:

  • ტრანსკრანიალური დოპლერი - Nicolet Companion
  • ტრანსკრანიალური დოპლერი ემბოლოდეტექციით - PionerTC8080 Nicolet Biomedical
  • დიგიტალური ელექტროენცეფალოგრაფი - Sigma Medizin Technik

 

 

 

 

 

 

განყოფილებაში ტარდება შემდეგი დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა:

 

  • თავის ტვინის სისხლძარღვოვანი დაავადებები
  • თავის ტკივილი
  • ნევროზი
  • ეპილეფსია
  • სხვადასხვა სახის დემენცია და კოგნიტური დარღვევები
  • ძილის დარღვევები
  • ხერხემლის სვეტის და ზურგის ტვინის სხვადასხვა დაზიანებები
  • ცენტრალური და ნერვული სისტემის ონკოლოგიური პათოლოგიები

 

 

ნეიროდიაგნოსტიკის განყოფილებაში მუშაობენ მაღალკვალიფიციური, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექიმები, რომლებიც არამარტო უზრუნველყოფენ დაავადების მაქსიმალურად ეფექტურ დიაგნოსტიკას და მკურნალობას, არამედ გამოირჩევიან პაციენტებისადმი გულისხმიერი დამოკიდებულებით და მზრუნველობით.

გაზიარება