ტექნოლოგიები

Covedien LigaSure FT10

Covedien FT10 წარმოადგენს ბოლო თაობის ელექტრო-ქირურგიულ გენერატორს. მასზე ერთდება სპეციალური ლაპარასკოპიული დანები LigaSure ტექნოლოგიით, რომლის საშუალებით ტარდება ყველა სახის ლაპარასკოპიული ქირურგიული ოპერაცია.

 

ტექნოლოგიას აქვს ორი ძირიდათი ფუნქცია - ქსოვილის ჭრა და კოაგულაცია. აპარატს შეუძლია ორივე მოქმედების ერთდროულად ჩატარება, რაც გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერ გაჭრილ ქსოვილს მყისიერად გაუკეთდება კოაგულაცია - ანუ ზუსტი რაოდენობის ბიპოლარული ენერგიის მიწოდებით სისხლძარღვების „დალუქვა“. ამ საშუალებით ხდება ინტრაოპერაციული სისხლდენის პრევენცია.

 

აღნიშნულ ტექნოლოგიას შეუძლია 7 მილიმეტრამდე დიამეტრის სისხლძარღვების დალუქვა. გენერატორი აღჭურვილია Smart ტექნოლოგიით, რომელიც ზუსტად საზღვრავს საჭირო რაოდენობის ენერგიის მიწოდებას. რევოლუციური აპლიკაცია Tissuefect, მუდმივად აკონტროლებს სხვადასხვა ქსოვილის ელექტრო-რეზისტენტულ თვისებებს და მხოლოდ ამის შემდეგ მიაწოდებს სწორ ძაბვას ლაპარასკოპიულ დანაში.

 

ტექნოლოგია წამში იღებს 434,000 ერთეულ მონაცემს, რაც 100-ჯერ უფრო სწრაფია ვიდრე ნებისმიერი სხვა წინამორბედი ტექნოლოგია. შესაბამისად, აპარატი ქმნის სრულ კონტროლს ჭრის და კოაგულაციისას, რაც გამორიცხავს ადამიანური რესურსის მხრიდან მანუალური კონტროლის საჭიროებას.

გაზიარება

სხვა ტექნოლოგიები