Siemens Artis ZEE
Artis Zee გამოირჩევა მრავალ-ღერძული C-arm-თ, რომელიც იყენებს რობოტულ ტექნოლოგიას გამოსახულების შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად.
აპარატს აქვს შეუზღუდავი C-arm-ს პოზიციონირების შესაძლებლობები. სისტემა მაღალი ხარისხის ჯვარედინი სექციური ვიზუალიზაციით მიღებულ შედეგებს იყენებს. ეს არის შედეგი რომელიც მიუღწეველია სხვა ტრადიციული C-arm-ს სისტემების გამოყენებით.
Artis zee – ს დიზაინი მოწინავე ვიზუალიზაციის მიღების საშუალებას იძლევა, როგორიცაა დიდი მოცულობის syngo DynaCT სკანირება, რაც ექიმს საშუალებას აძლევს დაინახოს სრული მუცლის ღრუ ან მთელი ღვიძლი ქემოემბოლიზაციისა და ბიოფსიისთვის. სისტემა უმკლავდება ნეირო-ინტერვენციულ გამოწვევებსაც, თავის ქალის, კისრისა და ხერხემლის გაფართოებული ხედებით.
Artis zee სისტემა აღჭურვილია 3D გამოსახულების გაუმჯობესებული პროგრამებით. მათ შორისაა: syngo iPilot, რაც კათეტერის უფრო სწრაფი და ზუსტი ნავიგაციის საშუალებას იძლევა 3D ვასკულარული რუკის საშუალებით, რომელიც 3D რეკონსტრუქციებს ადებს ცოცხალ 2D ფლუოროსკოპიულ სურათებს ან ციფრულ სუბსტრაქციულ ანგიოგრაფიას. პროგრამა რეალურ დროში იძლევა ინფორმაციას C - arm-ს და მაგიდის მოძრაობის შესახებ, ასევე სურათის წყაროდან დაშორების (SID) ცვლილებებზე.