Varian Brachytherapy - Vitesse HDR
,,ბრაქითერაპია“ ანუ „კონტაქტური რადიოთერაპია“ სხივური თერაპიის ერთ-ერთი მიმართულებაა, რაც გულისხმობს რადიაქტიური წყაროს სიმსივნესთან მაქსიმალურად ახლოს მოთავსებას სათანადო აღჭურვილობით ე.წ. ,,აპლიკატორებით’’. ბრაქითერაპია, როგორც მკურნალობის მაღალეფექტური მეთოდი, ფართოდ გამოიყენება მსოფლიოში. ამ ტექნოლოგიის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ რადიაქტიური წყაროს უშუალოდ სამიზნე მოცულობასთან მიტანით გვეძლევა საშუალება რადიკალურად მაღალი დოზით დავასხივოთ სიმსივნური წარმონაქმნი და ამავდროულად მაქსიმალურად დავიცვათ ირგვლივ არსებული ჯანმრთელი ქსოვილები.
ტექნოლოგიურმა წინსვლამ განაპირობა ის, რომ დღეს უკვე ბრაქითერაპია ფართოდ გამოიყენება კანის, ქალის სასქესო ორგანოების, წინამდებარე ჯირკვლის, სარძევე ჯირკვლის, თავ-კისრის, საყლაპავისა და პროსტატის ავთვისებიანი სიმსივნეების სამკურნალოდ.
თანამედროვე პროსტატის ბრაქითერაპიის პაციენტის დაგეგმარების პროგრამა - Vitesse საშუალებას იძლევა პროცედურა შესრულდეს სწრაფად და ზუსტად კომპიუტერული ტომოგრაფის გარეშე.