ტექნოლოგიები

VARIAN EDGE

VARIAN EDGE- წარმოადგენს უნიკალური შესაძლებლობების მქონე რადიოქირურგიულ სისტემას. ამ აპარატის საშუალებით ტარდება როგორც ინტრა, ასევე ექსტრაკრანიული წარმონაქმნების მაღალდოზირებული ერთ ან რამდენიმე ფრაქციული რადიოქირურგიული მკურნალობა.

 

სხვა რადიოქირურგიული სისტემებისგან განსხვავებით VARIAN EDGE გამოირჩევა სიზუსტითა და მკურნალობის სისწრაფით, ტარდება როგორც 3 განზომილებიანი რადიოქირურგიული მკურნალობა, ასევე RapidArc და IMRT.

 

აღნიშნული სისტემის მეშვეობით სიმსივნესთან მდებარე ჯანმრთელი ქსოვილების დასხივება მინიმუმამდეა დაყვანილი. აპარატი რადიაციულ ონკოლოგებსა და სამედიცინო ფიზიკოსებს რთული შემთხვევების დროს მკურნალობის სხვადასხვაგვარი ვარიანტების შერჩევის საშუალებას აძლევს. VARIAN EDGE-ით მკურნალობა შეუძლიათ ისეთ პაციენტებს, რომლებიც სხვა შემთხვევაში სხივურ თერაპიას ვერ ჩაიტარებდნენ.

 

აღნიშნული აპარატი წარმოადგენს ოქროს სტანდარტს რადიოქირურგიული პაციენტების მკურნალობაში, აკონტროლებს დასხივების პარამეტრების სიზუსტეს მკურნალობის მთელი ციკლის განმავლობაში.

გაზიარება

სხვა ტექნოლოგიები