რა არის კტ კორონაროგრაფია და რა როლი აქვს მას გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დიაგნოსტიკაში?

15/07/2024

კორონაროგრაფია თოდუას კლინიკაში

რენტგენის სხივებზე დაფუძნებული ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ინფორმატიული კვლევის მეთოდს კომპიუტერული ტომოგრაფიაა (კტ), რომელიც სამგანზომილებიანი რეკონსტრუქციული გამოსახულებით პაციენტის დეტალური შეფასების საშუალებას გვაძლევს. 

 

კტ კორონაროგრაფია გამოიყენება გულის მკვებავი არტერიების, ე.წ. კორონარების ანატომიური და ფიზიოლოგიური მდგომარეობის შეფასებისათვის. სწორედ მათი შევიწროება ან დახშობა იწვევს გულის კორონალურ დაავადებას. ამ პროცესის ძირითადი მიზეზი გახლავთ არტერიების ათეროსკლეროზული დაზიანება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის ტკივილი – ანგინა და მიგვიყვანოს მიოკარდიუმის ინფარქტამდეც კი.

 

👉 გადადით ბმულზე და გაიგეთ მეტი კარდიოლოგიის შესახებ.

 

 

როგორ კეთდება კტ კორონაროგრაფია?

 

კტ კორონაროგრაფია, ინვაზიური კორონაროგრაფიისგან განსხვავებით, არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას, რადგან არ ახასიათებს მნიშვნელოვანი გართულებები. კვლევა ტარდება ნებისმიერი პულსის სიხშირისა და რითმის დროს და გრძელდება 7-10 წუთის განმავლობაში.

 

აღნიშნული კვლევა ტარდება თოდუას კლინიკის ცენტრალურ ფილიალში რეგიონში პირველი Dual Source კომპიუტერული ტომოგრაფით – Somatom Force-ით, რომელიც გამოირჩევა სისწრაფით, გამოსახულების მაღალი ხარისხითა და მინიმალური დასხივების დოზით. ხელოვნური ინტელექტის მქონე ტომოგრაფი ინფორმაციის მყისიერი და ავტომატური დამუშავების ფუნქციებითა და სპეციალური syngo via-ს პროგრამული უზრუნველყოფით არის აღჭურვილი. კტ კორონაროგრაფიას ჩვენს სამედიცინო ცენტრში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე რადიოლოგი, რუსუდან ხარაძე ატარებს.

 

კტ კორონაროგრაფიის უპირატესობას წარმოადგენს ისიც, რომ კვლევის განმავლობაში ხდება არა მარტო გულის და მისი მკვებავი სისხლძარღვების შეფასება, არამედ ირგვლივ მდებარე გულმკერდის ღრუს ორგანოების დეტალური დათვალიერება. ეს კი შესაძლებლობას გვაძლევს გამოვავლინოთ ფილტვების, შუასაყრის ორგანოების შემთხვევითი პათოლოგიები, ასევე, დავადგინოთ გულმკერდის ღრუში არსებული ტკივილის სხვა მიზეზები. 

 

👉 სადაზღვევო კომპანიები – სამედიცინო დაზღვევაზე მეტის გასაგებად, გადადით ბმულზე

 

კტ კორონაროგრაფიის ჩატარების  ჩვენებები – როდის უნდა მივმართოთ ექიმს?

 

კტ კორონაროგრაფია შეიძლება დაინიშნოს შემდეგი ჩივილების დროს:

● ტკივილი ან დისკომფორტის შეგრძნება გულმკერდის არეში, გავრცელებით ზედა კიდურის, ეპიგასტრიუმის და ქვედა ყბის არეში;
● სუნთქვის გაძნელება;
● ჰაერის უკმარისობა;
● ქოშინი, განსაკუთრებით ფიზიკური დატვირთვის შემდგომ;
● შეშუპება – ქვედა კიდურების არეში;
● არითმია;
● არტერიული ჰიპერტენზია.

 

რას ვაფასებთ კტ კორონაროგრაფიისას?

 

კტ კორონაროგრაფიის საშუალებით ხდება:

● სისხლძარღვის კედელზე არსებული ათეროსკლეროზული ფოლაქის გამოვლენა და მისი სტრუქტურის შეფასება;
● სტენოზის ლოკალიზაციისა და ხარისხის განსაზღვრა;
● თანდაყოლილი ანომალიებისა და ანატომიური თავისებურებების გამოვლენა;
● აორტო-კორონარული შუნტისა და სტენტის მდგომარეობის შეფასება;
● კორონარულ არტერიებში Ca-ის მაჩვენებლის (Calcium scorig) გამოთვლა.

 

რა უნდა გაითვალისწინოს პაციენტმა კვლევის ჩატარებამდე?

 

პროცედურის ჩატარებამდე რეკომენდებულია, იყოთ უზმოდ ან ბოლო კვებიდან გასული იყოს 3-4 საათი. აუცილებელია, ექიმი რადიოლოგი წინასწარ იყოს ინფორმირებული, რა ტიპის მედიკამენტებს იღებს პაციენტი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ეს რეკომენდაცია გაითვალისწინონ შაქრიანი დიაბეტის ან პრედიაბეტის მქონე პაციენტებმა, რომლებიც იღებენ მეთფორმინის შემცველ მედიკამენტებს, როგორებიცაა გლუკოფაჟი, იანუმეტი, მეთფორმინ-დენკი და ა.შ. ასევე მნიშვნელოვანია, ექიმი რადიოლოგი ინფორმირებული იყოს პაციენტის ალერგიულობის – ზემგრძნობელობის შესახებ საკონტრასტო ნივთიერების მიმართ, რომელიც გამოვლინდა წარსულში ნებისმიერი სხვა კტ კვლევისას საკონტრასტო ნივთიერებით.

 

პროცედურის უკუჩვენება – როდის არ ტარდება კვლევა?

 

კტ კორონაროგრაფია არ ჩატარდება თუ პაციენტი არის ორსულად ან იმყოფება ლაქტაციის პერიოდში. ასევე, თირკმლის ქრონიკული უკმარისობისა და ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის, მაგალითად, ჰიპერთირეოზის დროს.  

 

 თოდუას კლინიკის კარდიოლოგიური განყოფილება
 

თოდუას კლინიკის კარდიოლოგიური განყოფილება აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებითა და აპარატურით, ეს კი შესაძლებლობას იძლევა ჩატარდეს კარდიოლოგიური დაავადებების სრულფასოვანი დიაგნოსტირება. გარდა ამისა, ცენტრის უპირატესობაა სამედიცინო პერსონალიც, რომელიც დაკომპლექტებულია კვალიფიციური და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტებით. ამაში დასარწმუნებლად, გადადით ბმულზე და თავად გაიცანით ჩვენი კლინიკის ექიმები.

 

ასე რომ, ანდვეთ თქვენი ჯანმრთელობა თოდუას კლინიკას, მიიღეთ დროული და ზუსტი დიაგნოზი და სრულფასოვანი მკურნალობა. ექიმთან ვიზიტის დაჯავშნა ონლაინ, რამდენიმე წუთშია შესაძლებელი.

გაზიარება