პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფია (პეტ) და მისი უპირატესობები

06/09/2024

პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფია და პეტ კველვა

პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფია (PET/CT) ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტირების შეუცვლელი მეთოდია. მისი მეშვეობით შესაძლებელია ისეთი ცვლილებების გამოვლენა, რომელიც ვერ ფიქსირდება სხვა რადიოლოგიური კვლევების მიერ. პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფია გამოიყენება ონკოლოგიური დაავადებების სტადირებისთვის, რესტადირებისთვის, მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისა თუ მისი შედეგების შეფასებისთვის. შესაბამისად, ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს სიმსივნური დაავადებების მართვის პროცესში.

 

👉 კომპიუტერული ტომოგრაფია თოდუას კლინიკაში (კტ)

 

 

რა არის კვლევის მთავარი უპირატესობა?

 

პოზიტრონ-ემისიური და კომპიუტერული ტომოგრაფია (PET/CT) კომბინირებული მეთოდია, რომელიც ორ უმნიშვნელოვანეს კვლევას – პოზიტრონ-ემისიურ ტომოგრაფიასა და კომპიუტერულ ტომოგრაფიას აერთიანებს და მათი ერთდროულად ჩატარების შესაძლებლობას იძლევა.

 

აღსანიშნავია, რომ კომპიუტერული ტომოგრაფია უზრუნველყოფს ანატომიურ გამოსახულებას, რაც უმნიშვნელოვანესია წარმონაქმნის მორფოლოგიური მახასიათებლების დასადგენად. პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფია კი საშუალებას გვაძლევს, გამოვავლინოთ ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლური ცვლილებები. ამ ორი კვლევის შედეგების შეჯამებით კი შესაძლებელია სიმსივნური პროცესის  დეტალური შეფასება და ზუსტი დიაგნოსტირება.

 

👉 გაიარეთ ჩექაფი – დაიზღვიეთ თავი დაავადების გართულებული ფორმებისგან

 

რისთვის გამოიყენება პეტ კვლევა?

 

მედიცინის დარგი, რომელშიც პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფია ყველაზე აქტიურად გამოიყენება, არის ონკოლოგია. მისი მეშვეობით შესაძლებელია:

  • სიმსივნური პროცესის ადრეული დიაგნოსტირება; 
  • კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეების დიფერენცირება;
  • სიმსივნის ზუსტი ანატომიური და ფუნქციური მახასიათებლების შეფასება;
  • სიმსივნური პროცესის გავრცელების ხარისხის დადგენა (მათი სტადირება/რესტადირება);
  • დაავადების პირველადი კერის დადგენა;
  • ბიოფსიისთვის ლოკალიზაციის შერჩევა;
  • ქირურგიული მკურნალობისა თუ სხივური თერაპიის დაგეგმარება;
  • მკურნალობის ეფექტურობის შეფასება;
  • დაავადების მონიტორინგი და ა.შ. 

 

👉 დაჯავშნეთ ვიზიტი ექიმთან – გაიარეთ სრულფასოვანი კონსულტაცია ქვეყნის წამყვან სპეციალისტებთან.

 

პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფია თოდუას კლინიკაში

 

თოდუას კლინიკაში წარმოდგენილია უახლესი თაობის პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფი Discovert IQ, რომელიც გამოირჩევა ულტრა მაღალი გარჩევადობით და სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფით. ამ ინოვაციური აპარატურის დამსახურებით, მთელი სხეულის გამოსახულების მიღება დაახლოებით 10-12 წუთშია შესაძლებელი. 

 

👉 გადადით ბმულზე და იხილეთ თოდუას კლინიკის სამედიცინო ტექნოლოგიები

 

თოდუას კლინიკაში პეტ-ს ატარებენ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექიმები, მათ შორის, რადიაციული ონკოლოგი და ბირთვული მედიცინის წამყვანი სპეციალისტი საქართველოში მიხეილ ბარამია.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფიისა და სხვა მაღალტექნოლოგიური კვლევების ჩასატარებლად თოდუას კლინიკას ხშირად სტუმრობენ პაციენტები რეგიონის სხვა ქვეყნებიდანაც. საქართველოში სწრაფად ვითარდება სამედიცინო ტურიზმი და მოთხოვნა სამედიცინო მომსახურებაზეც სულ უფრო იზრდება. ამიტომ თოდუას კლინიკა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სთავაზობს სპეციალურ სერვისს, რაც საჭირო დოკუმენტების მომზადებას, პაციენტის მგზავრობისა და დაბინავების საკითხების მოგვარებას გულისხმობს. ამ გზით, მსურველებს, შესაძლებლობა ეძლევათ ზედმეტი სირთულეების გარეშე, კომფორტულ გარემოში მიიღონ უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურება. 

 

 

გაზიარება