უროლოგი - თუ პროფესიონალს ეძებთ

22/06/2023

საუკეთესო უროლოგი თბილისში თოდუას კლინიკა

ასაკის მატებასთან ერთად სულ უფრო ხშირდება უროლოგიური დაავადებები, რომელთა წარმატებით მკურნალობასაც „თოდუას კლინიკაში“ შეძლებთ. კლინიკა აერთიანებს ამბულატორიასა და ქირურგიული უროლოგიის განყოფილებას, რომლებიც დაკომპლექტებულია გამოცდილი გუნდითა და აღჭურვილია ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით.

 

ჩვენ გაგაცნობთ „თოდუას კლინიკის“ გამორჩეულ უროლოგებსა და მოგიყვებით უროლოგიის განყოფილებაში არსებულ შესაძლებლობებზე.

 

თოდუას კლინიკის უროლოგები

 

წარმოგიდგენთ თბილისში ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტებს უროლოგიის დარგში:

 

აკაკი ნადარეიშვილი – ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის განყოფილების ხელმძღვანელი, უროლოგი

 

უროლოგი ექიმი აკაკი ნადარეიშვილი

ექიმი აკაკი ნადარეიშვილი ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი უროლოგია საქართველოში, ის „თოდუას კლინიკას“ 1990 წელს შემოუერთდა და მას შემდეგ უროლოგიის განყოფილებას უდგას სათავეში.

 

აკაკი ნადარეიშვილის პროფესიული გზა 1960-ანი წლებიდან დაიწყო – ამ დროიდან მოყოლებული ის აქტიურად ეწევა საექიმო და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. მას მინიჭებული აქვს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორისა და პროფესორის ხარისხები, არის 150-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

 

საქართველოში რადიოლოგიისა და უროლოგიის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო-საორგანიზაციო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის აკაკი ნადარეიშვილს 1999 წელს ღირსების ორდენი გადასცეს. 2021 წელს კი ის თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა.

 

აკაკი ნადარეიშვილი ამბობს, რომ უროლოგიური დაავადების ეფექტიანი მკურნალობა სპეციალისტთან დროული მიმართვით იწყება. ასე რომ, ჩანიშნეთ ვიზიტი უროლოგთან, გაიარეთ კონსულტაცია და ანდეთ თქვენი ჯანმრთელობა ყველაზე გამოცდილ პროფესიონალებს.

 

ზაალ კვირიკაშვილი – ქირურგიული უროლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი

 ერთ-ერთი საუკეთესო უროლოგი

ზაალ კვირიკაშვილი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უროლოგია. ის 2014 წლიდან ხელმძღვანელობს ქირურგიული უროლოგიის განყოფილებას „თოდუას კლინიკაში“ და უძღვება ისეთ მნიშვნელოვანი ოპერაციებს, როგორიცაა:

 

  • ონკოლოგიური (ღია და ლაპარასკოპიული) ოპერაციები
  • ენდოსკოპიური ოპერაციები
  • მცირეინვაზიური ოპერაციები

 

ზაალ კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ უროლოგის გამოცდილებასთან ერთად, ოპერაციის წარმატებით ჩატარებაში დიდ როლს თამაშობს მაღალი დონის თანამედროვე ტექნიკაც. სწორედ მოწინავე ტექნოლოგიების დიდი დამსახურებაა ის, რომ „თოდუას კლინიკაში“ ჩატარებული ქირურგიული მანიპულაციები სასურველი შედეგით სრულდება.

 

აღსანიშნავია, რომ „თოდუას კლინიკის“ ქირურგიული უროლოგიის განყოფილება აღჭურვილია ფირმა STORZ-ის და OLYMPUS-ის უახლესი თაობის ლაპაროსკოპიული და ენდოსკოპიური აპარატურით, რომელიც მსოფლიოს წამყვანი კლინიკების ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს.

 

ზაალ კვირიკაშვილი ხაზს უსვამს ექიმთან დროული ვიზიტის მნიშვნელობასაც, რათა პაციენტმა თავიდან აირიდოს დაავადების გართულებები და რთული ქირურგიული ოპერაციები. ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა საქმე სიმსივნურ პათოლოგიებს ეხება და რისკი იმისა, რომ პროცესი სხვა ორგანოებზეც გავრცელდება, მაღალია. ამიტომ ყველა კარგი უროლოგი პაციენტს ურჩევს, არ გადადოს სპეციალისტთან ვიზიტი, რათა პრობლემა რაც შეიძლება მარტივად და უმტკივნეულოდ მოგვარდეს.

 

ნუგზარ იარალაშვილი – უროლოგი

 

უროლოგი ნუგზარ იარალაშვიი

ნუგზარ იარალაშვილს სხვადასხვა კლინიკაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. „თოდუას კლინიკის“ ვერის ფილიალს კი ის 2022 წლიდან შემოუერთდა და მას შემდეგ პაციენტებს მაღალი ხარისხის ამბულატორიულ მომსახურებას უწევს.

 

ნუგზარ იარალაშვილი პაციენტებს უროლოგიური დაავადების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას სთავაზობს. ამ უროლოგიურ პათოლოგიათა შორისაა პროსტატის ანთებითი დაავადება, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, მამაკაცის სქესობრივი ფუნქციის გაუარესება, მამაკაცის უნაყოფობა, შარდის შეუკავებლობა და მრავალი სხვა პრობლემა.

 

კახა ბარნოვი – უროლოგი

 

ექიმი უროლოგი ბარნოვი კახა

კახა ბარნოვი „თოდუას კლინიკის“ ცენტრალურ ფილიალს 2022 წელს შეუერთდა, მანამდე კი იგი პროსტატის ცენტრის ხელმძღვანელი იყო. მისი მუშაობის ამოსავალი წერტილი თითოეული პაციენტისადმი ინდივიდუალური მიდგომაა. ამიტომ კახა ბარნოვი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს დეტალურ დიაგნოსტირებას და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის ყველა ასპექტის გამოკვლევას. ის, ასევე, მიიჩნევს, რომ ექიმთან დაგვიანებული ვიზიტი არა მხოლოდ პაციენტის ფიზიკურ ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს, არამედ ფსიქოლოგიურსაც.  ასე რომ, პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე გირჩევთ გაიაროთ უროლოგის კონსულტაცია.

 

უროლოგიური დაავადებები – ზოგადი სიმპტომები და დიაგნოსტიკა

 

საზოგადოების დიდ ნაწილს ჯერ კიდევ სჯერა, რომ უროლოგია არის სამედიცინო დარგი, რომელიც მხოლოდ კაცებს ეხებათ. სინამდვილეში უროლოგიური პრობლემები თანაბრადაა გავრცელებული როგორც კაცებში, ისე ქალებში.

 

როგორც წესი, უროლოგიური დაავადებები საწყის ეტაპზე სიმპტომებით იშვიათად ვლინდება და ისინი შედარებით გვიან იჩენს ხოლმე თავს. ჩივილები განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რომელი ორგანოა დაზიანებული. თუმცა უროლოგიური პრობლემების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომი არის დიზურია, ანუ მოშარდვის აქტის დარღვევა. სამწუხაროდ, ადა­მი­ა­ნე­ბი ხშირად მალავენ ამ ფაქტს და ექიმს მხოლოდ მაშინ მიმართავენ, როცა ჩივილი აუტანელი ხდება.

 

არცთუ იშვიათია შარდსასქესო ორგანოთა ონკოლოგიური დაავადებები, რომელთა შორისაც ყველაზე გავრცელებულია თირკმლის, პროს­ტა­ტის, შარ­დის ბუშ­ტი­ს, შარ­დსაწ­ვე­თისა და გა­რე­თა სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო­ე­ბის ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმსივნეები.

 

ამ და სხვა უროლოგიური დაავადებების სწორი და დეტალური დიაგნოსტირებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თანამედროვე აპარატურაა. სწორედ მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვაა „თოდუას კლინიკის“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტიც.

 

კლინიკა აღჭურვილია ნებისმიერი კვლევისთვის საჭირო უახ­ლე­სი სამედიცინო აპა­რა­ტუ­რით. მათ შო­რისაა ბოლო თა­ო­ბის ვი­დე­ო­ცის­ტოს­კო­პი, რომ­ელიც პრაქტიკულად უმტკივნეულოა, იძლევა მაღალი გარჩევადობის სურათს და სპეციალისტს საშუალებას აძლევს დეტალურად დაათვალიეროს შარდის ბუშტი.

 

თუმცა გაითვალისწინეთ, იმისათვის, რომ დაინიშნოს სწორი კვლევები და შემუშავდეს მკურნალობის სწორი ტაქტიკა, გადამწყვეტია უროლოგის გამოცდილება და პროფესიული უნარ-ჩვევები.

 

საბედნიეროდ, საქართველოში რამდენიმე ათეული წლის გამოცდილების მქონე სპეციალისტები მოღვაწეობენ, რომლებთან კონსულტაციის გავლაც „თოდუას კლინიკაში“ ­შეგეძლებათ. ასე რომ, დაჯავშნეთ ვიზიტი მაღალკვალიფიციურ უროლოგებთან ზუსტი დიაგნოსტირებისა და წარმატებული მკურნალობისთვის.

გაზიარება