საქართველოში პირველად თოდუას კლინიკაში უნივერსალური ენდოსკოპიური აპარატი - OLYMPUS EVIS X1!

01/08/2020

 

 

საქართველოში პირველად თოდუას კლინიკის ენდოკოპიის განყოფილება აღიჭურვა 2020 წელს შექმნილი, უნივერსალური ენდოსკოპიური აპარატით - OLYMPUS EVIS X1-ით, რაც საგრძნობლად გააუმჯობესებს ონკოლოგიური და ანთებით-დეგენერაციული დაავადებების ადრეულ დიაგნოსტიკას!

აღნიშნული სისტემით შესაძლებელია მკვეთრად გაუმჯობესებული (TXI, NBI, RDI) სტანდარტული და სრულიად ინოვაციური რეჟიმებით საყლაპავის, კუჭის, თორმეტგოჯა და მსხვილი ნაწლავის კვლევა. 


 TXI (ტექსტურისა და ფერის გამაძლიერებელი გამოსახულება) - მიზნად ისახავს საეჭვო ქსოვილის ხილვადობის გაზრდას ენდოსკოპიური გამოსახულების ფერის, სტრუქტურისა და სიკაშკაშის გაუმჯობესების გზით.

 NBI - გამოცდილი ოპტიკური ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა, დასვას საიმედო ოპტიკური დიაგნოზი კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ყველა ძირითადი ჩვენების გათვალისწინებით.

 RDI - ღრმა სისხლძარღვების და სისხლდენის წყაროების ხილვადობის გაუმჯობესებული სისტემაა, რომელიც სხვადასხვა პათოლოგიების ადვილად იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა და ზუსტი დიაგნოზის დასმა უფრო მარტივად ხდება.

გაზიარება