ონკოლოგიის და ჰემატოლოგიის დეპარტამენტი

დეპარტამენტის ხელმძღვანელი - თამარ მელქაძე

 

ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის დეპარტამენტი პაციენტებს სთავაზობს ონკოლოგიური და ჰემატოლოგიური სიმსივნეების მკურნალობას კომფორტულ და სასიამოვნო გარემოში, სადაც ექიმთა და ექთანთა პროფესიონალების გუნდი მუდმივად ზრუნავს პაციენტის კეთილდღეობაზე და აწვდის მაღალი ხარისხის თანამედროვე სამედიცინო მომსახურებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

 

მედიკამენტური თერაპია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია ონკოლოგიური დაავადებების კომპლექსურ მკურნალობაში. მკურნალობის ტაქტიკის შერჩევა და სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატის არჩევა მკაცრად ინდივიდუალურია თითოეული პაციენტისთვის და დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიც არის:

 

  • სიმსივნის ტიპი
  • ლოკალიზაცია
  • გავრცელება
  • დაავადების სტადია
  • ჩატარებული მკურნალობა
  • პაციენტის ზოგადი მდგომარეობა და მისი ნება-სურვილი.

 

თითოეული პაციენტის კლინიკური შემთხვევა განიხილება მულტიდისციპლინურ კონსილიუმზე, სადაც გადაწყვეტილება მკურნალობის ტაქტიკის შესახებ მიიღება გუნდურად, დარგის სხვადასხვა სპეციალისტების აზრის შეჯერებით. დიაგნოზიდან გამომდინარე პაციენტებს ენიშნებათ ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, ტარგეტული თერაპია ან იმუნოთერაპია.

 

უახლესი საერთაშორისო პროტოკოლები, რეჟიმები და მედიკამენტები, რომლებიც განახლდება და იხვეწება ყოველწლიურად, საშუალებას გვაძლევს გავზარდოთ როგორც გამოჯანმრთელების მაჩვენებლები, ასევე სიცოცხლის ხანგრძლივობა ჩვენს პაციენტებში.

 

ისარგებლეთ კომპიუტერული ტომოგრაფიის სერვისით , რომელსაც ზურგს უახლესი აპარატურა და გამოცდილი ექიმები უმაგრებს.

 

 

 

განყოფილებაში მედიკამენტური ინფუზიებისთვის ფუნქციონირებს ორი სივრცე:

 

  • 25 სავარძელზე გაშლილი დიდი დარბაზი აღჭურვილი კომფორტული მოძრავი სავარძლებითა და თანამედროვე საინფუზიო სისტემებით
  • იზოლირებული ინდივიდუალური ოთახები აღჭურვილი კომფორტული სავარძლებით, ინტერნეტით, საკაბელო ტელევიზიითა და ინდივიდუალური ლეპტოპებით, სადაც პაციენტებს ეძლევათ შესაძლებლობა პროცედურის მსვლელობის პერიოდში დარჩნენ მყუდროდ თავიანთ ოჯახის წევრებთან ერთად.

 

პაციენტებს, რომლებისთვისაც დიდ ფსიქოლოგიურ პრობლემას წარმოადგენს თმის ცვენა, გვაქვს შესაძლებლობა, შევთავაზოთ  სპეციალური მოწყობილობა, რომელიც გარკვეულ შემთხვევებში მინიმუმამდე ამცირებს აღნიშნული გვერდითი მოვლენის განვითარებას.  

 

განყოფილებაში მედიკამენტების ინფუზიისთვის მომზადება წარმოებს საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად აღჭურვილ იზოლირებულ სივრცეში ფარმაცევტის მიერ.

 

ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის განყოფილებაში მკურნალობა მიმდინარეობს დღის სტაციონარის პირობებში, უახლესი თაობის პორტ-სისტემების გამოყენებით გახანგრძლივებული ინფუზიები ტარდება პაციენტის გადაადგილების შეზღუდვის გარეშე. შედარებით მძიმე პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ ჩვენი კლინიკის სტაციონარული მომსახურებით.

 

რა არის ჰემატოლოგია?

ჰემატოლოგია მედიცინის დარგია, რომელიც სისხლთან დაკავშირებული დაავადებების დიაგნოსტიკას, მკურნალობასა და სამომავლო პრევენციას მოიცავს. 

გავრცელებული სისხლის დაავადებებია: 

  • ჰემოფილია
  • თრომბოზი
  • ლეიკემია
  • ლიმფომა
  • მიელომა
  • ანემია

“თოდუას კლინიკის” ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის განყოფილება კლინიკის პაციენტებს ჰემატოლოგიური სიმსივნეების მკურნალობას სასიამოვნო გარემოში სთავაზობს. ექიმთა და ექთანთა პროფესიონალი გუნდი პაციენტის კეთილდღეობაზე  აქტიურად იზრუნებს და უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიწოდებას. 

 

ჰემატოლოგია მედიკამენტურ თერაპიას ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპად მიიჩნევს ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის პროცესში. პრეპარატის შერჩევა მკაცრად ინდივიდუალურია და დამოკიდებულია არაერთ ფაქტორზე, მათ შორისაა: 

 

  • სიმსივნის ტიპი
  • ლოკალიზაცია
  • გავრცელება
  • დაავადების სტადია
  • ჩატარებული მკურნალობა
  • პაციენტის ზოგადი მდგომარეობა და მისი ნება-სურვილი

 

თითოეული პაციენტის კლინიკურ შემთხვევას მულტიდისციპლინური კონსილიუმი განიხილავს, რომელიც მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილებას გუნდურად იღებს. დიაგნოზიდან გამომდინარე, პაციენტებს ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, ტარგეტული თერაპია ან იმუნოთერაპია ენიშნებათ. 

 

ყოველწლიურად  განახლებადი მედიკამენტები და უახლოესი საერთაშორისო პროტოკოლები გვეხმარება პაციენტებში როგორც გამოჯანმრთელების მაჩვენებელი, ისე სიცოცხლის ხანგრძლივობა გავზარდოთ. 

 

კლინიკაში პაციენტს შეუძლია კომპიუტერული ტომოგრაფიის სერვისით ისარგებლოს, რომელსაც გამოცდილი ექიმები უახლესი აპარატურის დახმარებით აწვდიან მას. 

 

განყოფილებაში მედიკამენტოზური ინფუზიებისთვის 25 სავარძელზე გათვლილი, კომფორტული სავარძლებითა და თანამედროვე საინფუზიო სისტემებით აღჭურვილი ორი  დარბაზი ფუნქციონირებს.

 

ჰემატოლოგია “თოდუას კლინიკისთვის” ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, სწორედ ამიტომ, ონკოჰემატოლოგიის პაციენტებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნაზე ვზრუნავთ. იზოლირებული ინდივიდუალური ოთახები აღჭურვილია სავარძლებით, ინტერნეტით, საკაბელო ტელევიზიითა და ინდივიდუალური კომპიუტერული ტექნიკით. ასე პაციენტებს პროცედურის მსვლელობის პერიოდში შესაძლებლობა ეძლევათ თავი მშვიდად და კომფორტულად იგრძნონ.

 

ისეთ პაციენტებს კი, რომლებისთვისაც თმის ცვენა დიდი სტრესია, სპეციალურ მოწყობილობას ვთავაზობთ, რომელიც ამ გვერდით მოვლენას მინიმუმამდე ამცირებს. 

 

ჰემატოლოგია “თოდუას კლინიკაში” 

 

თოდუას კლინიკა 1991 წელს დაარსა ფრიდონ თოდუამ. ჩვენი მულტიპროფილური სამედიცინო ცენტრი პროფესიონალ ექიმებსა და ულტრათანამედროვე აპარატურას აერთიანებს, რაც ზუსტი დიაგნოსტირებისა და წარმატებული მკურნალობის გარანტია.

 

კლინიკის სერვისი ხელმისაწვდომია თბილისის ცენტრალურ ფილიალში (თევდორე მღვდლის #13) და ვერაზე (იაკობ ნიკოლაძის #10). 

 

ჯანმრთელობის კერძო დაზღვევის მქონე პირებს კლინიკაში არსებული ყველა ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო სერვისით სარგებლობა შეუძლიათ პაკეტის გამოყენებით.

 

კლინიკა ჩართულია ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაშიც, შესაბამისად, საყოველთაო დაზღვევით გათვალისწინებული პროცედურები სახელმწიფო დაფინანსებითაა ხელმისაწვდომი.

გაზიარება