ფიზიოთერაპიის დეპარტამენტი

განყოფილების ხელმძღვანელი - მარიამ გრძელიძე

 

ფიზიოთერაპიის დეპარტამენტი აღჭურვილია UNIPHY-ის (გერმანია), ბრიტანულ-ჩეხური BTL-ის და PHYSIOTOUCH-ის (ფინეთი) ფირმის უახლესი თაობის აპარატურით.

 

ფიზიოთერაპია მედიცინის ის თანამედროვე და მუდმივად განვითარებადი მიმართულებაა, რომელიც პაციენტებს სხვადასხვა დაავადებების არაინვაზიურ და ეფექტურ მკურნალობას სთავაზობს. ფიზიოთერაპიის კურსები რეაბილიტაციის, დაავადების პრევენციისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. 

 

ფიზიოთერაპია მკურნალობის კურსს სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტებს სთავაზობს, შესაბამისად, ეს მიმართულება მეტად ფართოა. 

 

ლაზერული თერაპიის პროცესი შემდეგნაირად მიმდინარეობს - თერაპია სხეულის იმ უბნის მიმართ იწყება, რომელიც მკურნალობის ამ მეთოდს საჭიროებს. მოწყობილობა მომართულია იმგვარად, რომ პრობლემურ ზონაზე ფოტონების მაქსიმალური დასხივება მოხდეს. სინათლის ან ტალღების კანში შეღწევის შემდეგ, დაზიანებულ უჯრედებზე ზემოქმედებს და მის აქტივობას ასტიმულირებს. პროცედურის შედეგად კი უჯრედული ენერგია იმდენად ძლიერდება, რომ ქსოვილი უფრო სწრაფ რეგენერაციას იწყებს, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. 

 

ფიზიოთერაპიის უპირატესობები 

 

ტექნოლოგიური პროგრესისა და სამედიცინო სფეროს მუდმივი განვითარების შედეგად, ფიზიოთერაპიულმა მკურნალობამ განსაკუთრებული ეფექტურობა და სხვა მეთოდებთან შედარებით უპირატესობები შეიძინა. სწორედ ამიტომ ეს მიდგომა დღეს აქტიურად გამოიყენება. 

 

ფიზიოთერაპია ეფექტურია და აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების შედეგად გამოწვეული ქრონიკული და მწვავე ტკივილის სამკურნალოდ ან შესამსუბუქებლად. შესაბამისად, ამ მიდგომა ართრიტის, ზურგის ტკივილის, ფიბრომიალგიის, კისრის ტკივილისა და ა.შ. დროს მიმართავენ. ამასთანავე, ორთოპედიული თვალსაზრისით ფიზიოთერაპია მკურნალობის კარგი მეთოდია, რადგან ის ფოკუსირებულია კუნთოვანი დაზიანებების მკურნალობაზე. 

 

ფიზიოთერაპიული მკურნალობა ეფექტურია სხვადასხვა სახის ანთებითი პროცესების საწინააღმდეგოდ. მაგალითად, ეს მიდგომა განსაკუთრებულად სასარგებლოა მათთვის, ვისაც დენტონიტი ან კანის ანთებითი დაავადებები აწუხებს. 

 

როგორც აღინიშნა, ლაზერული ფიზიოთერაპია დაზიანებული უჯრედების სწრაფ რეგენერაციას უწყობს ხელს, რაც ჭრილობებისა და ქსოვილის მექანიკური დაზიანებების დაჩქარებულ შეხორცებას განაპირობებს. ამასთანავე, გაუმჯობესებული რეგენერაციის გამო დაზიანებულ ქსოვილში ახალი კაპილარების წარმოქმნის პროცესი იწყება, რაც ნაწიბურებს ამცირებს. 

 

დაზიანებულ ქსოვილში ნერვული ფუნქციების ნელმა აღდგენამ შესაძლოა კიდურების დაბუჟება და ფუნქციის დაქვეითება გამოიწვიოს. ფიზიოთერაპიის შედეგად კი ნერვიული უჯრედების სტიმულაცია ახდება, რაც აღადგენს მათ შორის კავშირებს და პრობლემური ადგილების ფუნქციის გაუმჯობესებას იწვევს. შესაბამისად, ფიზიოთერაპია ეფექტურად უმკლავდება ისეთი ნევროლოგიური დარღვევების მკურნალობას, როგორიცაა ინსულტი, გაფანტული სკლეროზი და პარკინსონის დაავადება.

 

ფიზიოთერაპია თოდუას კლინიკაში

 

თოდუას კლინიკა აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის თანამედროვე აპარატურით, რაც ფიზიოთერაპიის პროცესს მეტად ეფექტურს ხდის.

 

თოდუას კლინიკაში პაციენტის მდგომარეობის შეფასების შედეგად ფიზიოთერაპევტები პაციენტზე მორგებულ ინდივიდუალურ გეგმას ადგენენ, რომელიც სპეციფიკურ საჭიროებებს, თერაპიის მიზანსა და შედეგის მაქსიმალურ ეფექტურობას ითვალისწინებს. 

 

ჩვენთან ტარდება შემდეგი ფიზიო - თერაპიული პროცედურები:

  • ელექტროთერაპია - დაბალი ძაბვისა და დენის ძალის მუდმივი უწყვეტი ელ.დენის გამოყენებით, კერძოდ: გალვანიზაცია და წამლისმიერი ელექტროფორეზი.
  • ამპლიპულს თერაპია
  • დიადინამოთერაპია
  • ინტერფერენცული თერაპია
  • ელექტროსტიმულაცია
  • დარსონვალიზაცია
  • ულტრამაღალი სიხშირის ელ.ველით ზემოქმედება მაგნიტური ველის გამოყენებით
  • სინათლის გამოსხივებით: ინფრაწითელი, წითელი, ულტრაიისფერი და ლაზერული (კოჰერენტული და მონოქრომული)
  • მექანიკური ენერგიის გამოყენებით: ვიბრაცია და ულტრაბგერითი სიხშირის რხევები
  • სითბური ენერგია
  • აეროზოლ თერაპია და ა.შ.

 

ონკოლოგიური პროფილის პაციენტთა მკურნალობა. კერძოდ: სარძევე ჯირკვლის კიბოს გამო ჩატარებული ოპერაციის შემდგომი ლიმფედემის შემთხვევაში გამოიყენება ახალი ვაკუუმთერაპიის აპარატი physiotouch, მისი მოქმედების მექანიზმი შემდეგნაირია: ვაკუუმის-უარყოფითი წნევის ზემოქმედებით, აქტიურდება ლიმფოდრენაჟი-ტუმბოს მექანიზმი და ლიმფა მიედინება სწრაფად ლიმფური კვანძებისკენ, რაც ხელს უწყობს ქსოვილის გათავისუფლებას ზედმეტი სითხისა და მეტაბოლური ნარჩენებისგან.

 

სხივური და ქიმიოთერაპიის შემდგომი ნეიროპათიის, ფიბროზის, კელოიდის და სხვა დაზიანებათა მკურნალობა. აღნიშნული პროცედურები გამოიყენება სამკურნალო, რეაბილიტაციურ და პროფილაქტიკური მიზნებით, ნებისმიერი დაავადების ქრონიკული და ქვემწვავე მიმდინარეობის დროს

 

განყოფილებაში ტარდება: ნევროლოგიური, გასტროენტეროლოგიური, უროლოგიური, ანგიოლოგიური, ოფთალმოლოგიური, ენდოკრინული, რევმატიული და ტრავმატოლოგიური დაავადებათა სამკურნალოდ, შემუშავებული კომბინირებული ფიზიოთერაპიული კურსები. ასევე ონკოლოგიური პროფილის პაციენტთა მკურნალობა. 

 

კერძოდ: სარძევე ჯირკვლის კიბოს გამო ჩატარებული ოპერაციის შემდგომი ლიმფედემის შემთხვევაში გამოიყენება ახალი ვაკუუმთერაპიის აპარატი physiotouch, მისი მოქმედების მექანიზმი შემდეგნაირია: ვაკუუმის-უარყოფითი წნევის ზემოქმედებით, აქტიურდება ლიმფოდრენაჟი-ტუმბოს მექანიზმი და ლიმფა მიედინება სწრაფად ლიმფური კვანძებისკენ, რაც ხელს უწყობს ქსოვილის გათავისუფლებას ზედმეტი სითხისა და მეტაბოლური ნარჩენებისგან.

 

 

გაზიარება