ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის განყოფილება

განყოფილების ხელმძღვანელი - გიორგი დეისაძე

 

ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის განყოფილება აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით - Siemens Artis Zee, Siemens Arcadis Avantic, Siemens Acuson NX3. 

 

 

 



 

 

 

 

სისხლძარღვების პათოლოგიები შრომისუნარიანი ასაკის ადამიანთა ინვალიდობის, უკიდურეს შემთხვევაში კი სიკვდილის გამომწვევი ერთ-ერთი საყურადღებო მიზეზია. სისხლძარღვების პათოლოგიებიდან ყველაზე ცნობილი ვენური უკმარისობა, ე.წ. ვარიკოზული ვენების დაავადებაა. ის საკმაოდ გავრცელებულია საქართველოში და ძირითადად ქალებში გვხვდება, თუმცა მისგან დაზღვეული არც მამაკაცები არიან.

 

მისი სიმპტომებია:

  • ფეხებში ქრონიკული სიმძიმის შეგრძნება
  • დაბუჟება და შეშუპება ძირითადად საღამოობით    

 

სამწუხაროდ, პაციენტები პირველივე ჩივილების დროს არ მიმართავენ ექიმებს. მიუხედავად იმისა, რომ დაავადება ძალიან ნელა პროგრესირებს, უყურადღებობის შემთხვევაში შეიძლება ძალიან საშიში გახდეს.

სისხლძარღვების პათოლოგიებისგან გამოწვეული ყველაზე დიდი საფრთხე ანევრიზმაა, რომელიც თავს, როგორც წესი, მოულოდნელად იჩენს და მასზე რეაგირება ხშირად დაგვიანებულია. სწორედ ამიტომ მას "ჩუმ ბომბსაც" უწოდებენ. 

 

 

 

 

ფ.თოდუას სამედიცინო ცენტრში  

 

სისხლძარღვთა ქირურგიის განყოფილებაში ტარდება ყველა სირთულის ოპერაცია, მათ შორის ნაკლებინვაზიური პროცედურები,

რომელსაც  პროფესიონალ ექიმთა გუნდი ულტრათანამედროვე აღჭურვილობის ჰიბრიფულ საოპერაციოში ახორციელებს.

 

ლაზერული აბლაციები ტარდება გერმანული, უახლესი თაობის აპარატით - "ბიოლიტეკ ლეონარდო". აღნიშნული პროცედურა ნაკლებ ინვაზიურია. პაციენტი პროცედურის ჩატარებიდან 2 საათში თავისი ფეხით  ტოვებს კლინიკას.

 

 

 

სისხლძარღვთა დაავადებების სიმპტომებია:

 

  • ტკივილი ქვედა კიდურებში
  • ადვილად დაღლა, გარდამავალი კოჭლობა 50-100 მეტრის გავლის შემდეგ
  • კიდურების შესიება/გაციება
  • სიმძიმის / წვის შეგრძნება
  • გენეტიკურად დატვირთული ანამნეზი
  • || ტიპის შაქრიანი დიაბეტი
  • თამბაქოზე დამოკიდებულება

 

ვენური და არტერიული პათოლოგიების მკურნალობა განსაკუთრებით ეფექტურია დაავადებების ადრეულ სტადიაზე აღმოჩენის შემთხვევაში. ამიტომ, პირველივე სიმპტომების აღმოჩენისას აუცილებელია ექიმთან დროული ვიზიტი და მკურნალობა. 

 

გაზიარება