ქირურგიული უროლოგიის განყოფილება

განყოფილების ხელმძღვანელი - ზაალ კვირიკაშვილი

 

 

ქირურგიული უროლოგიის განყოფილება აღჭურვილია ფირმა STORZ-ის და OLYMPUS-ის უახლესი თაობის ლაპაროსკოპიული ნაკრებით და თანამედროვე ენდოსკოპიური აპარატურით. 

უროლოგიული დაავადების სიმპტომებია:

  • გახშირებული შარდვა
  • სისხლიანი მინარევი შარდში
  • შარდის შეკავება
  • ზოგადი მდგომარეობის გაუარესება და სხვა

 

ეს ის ჩივილებია, რაც შესაძლოა პაციენტებმა ყურადღების მიღმა დატოვონ. აუცილებელია, რომ პაციენტებმა პირველივე სიმპტომებისას მიმართონ ექიმს და ჩაიტარონ დიაგნოსტიკური კვლევები, რათა დაავადება ადრეულ ეტაპზევე დადგინდეს.

 

 

განყოფილებაში ამბულატორიულად ტარდება:

  • ცისტოსკოპია ბიოფსიით - უახლესი დრეკადი ვიდეოცისტოსკოპით ამბულატორიულად
  • პროსტატის ბიოფსია ულტრაბგერითი ტრანსრექტალური დამიზნებით
  • სხვადასხვა ლოკალიზაციის სიმსივნეების ბიოფსია
  • შარდსაწვეთის კათეტერიზაცია, სტენტირება
  • ეპიცისტოსტომია

 

ქირურგიულ განყოფილებაში ტარდება:

  • თანამედროვე ონკოლოგიური ოპერაციები
  • უროლოგიური ოპერაციები
  • ლაპაროსკოპიული ოპერაციები
  • ღია ქირურგიული ოპერაციები

თირკმლის სიმსივნე:

  • ღია და ლაპაროსკოპიული ნეფრექტომია
  • ორგანოს შემანარჩუნებელი - თირკმლის რეზექცია
  • თირკმელზედა ჯირკვლის ამოკვეთა

შარდის ბუშტის სიმსივნე:

  • ტრანსურეთერული რეზექცია
  • რადიკალური და მოდიფიცირებული
  • ცისტექტომია ლიმფადენექტომიით 
  • ენტეროცისტოპლასტიკა

 

სათესლე ჯირკვლის და გარეთა სასქესო ორგანოების სიმსივნეები:

  • სათესლე ჯირკვლის ამოკვეთა
  • რეპროპერიტონული (პარააორტული) ლიმფადენექტომია
  • გარეთა სასქესო ორგანოების ამპუტაცია
  • საზარდულის ლიმფადენექტომია
  • მენჯის ლიმფადენექტომია

 

პროსტატის სიმსივნე:

  • ლაპაროსკოპიული პროსტატექტომია
  • პროსტატის კეთილთვისებიანი სიმსივნეები (ადენომა) - ტრანსუთერული რეზექცია ბიპოლარული რეზექტოსკოპით.

 

მენჯის ორგანოების სიმსივნეების რადიკალური ქირურგიული მკურნალობა:

  • ადგილობრივად გავრცელებული სიმსივნეებისას
  • კომბინირებული ოპერაციები
  • აღდგენით-რეკონსტრუქციული
  • რეპროპერიტონული, მუცლის ღრუს და მცირე მენჯის სიმსივნეების რადიკალური ქირურგიული მკურნალობა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

გაზიარება