ფილტვის კიბო - გამოავლინე დროულად

24/11/2020

დაავადება ფილტვის კიბო

 

ფილტვის კიბო არის მსოფლიო მასშტაბით ონკოლოგიური ავადობისა და სიკვდილობის წამყვანი მიზეზი მამაკაცთა პოპულაციაში. ბოლო ათწლეულის განმავლობაში გაზრდილი სტატისტიკა საგანგაშოა ქალებშიც. ძირითად გამომწვევ მიზეზად თამბაქოს აქტიურად მოხმარება სახელდება.

 

ფილტვის კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობა აჭარბებს ძუძუს კიბოს, კოლორექტული და პროსტატის კიბოთი გამოწვეულ სიკვდილიანობას.

 

დროული დიაგნოსტიკა მკურნალობის ეფექტურად წარმართვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

 

დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენის მიზნით, როგორც წინა წლებში, ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრი ნოემბრის თვის ყოველ პარასკევ დღეს ფილტვის სკრინინს - კომპიუტერული ტომოგრაფიის სკანირება სთავაზობს რისკ ჯგუფში მყოფ პაციენტებს: ისინი ვინც თამბაქოს აქტიურ მომხმარებელია, არის 50+ ასაკის, აღარ მოიხმარს თამბაქოს, მაგრამ იყო აქტიური მომხმარებელი უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში.

 

 

ფილტვის კიბო - გამომწვევი მიზეზები

 

90%-ში თამბაქოს მოხმარება მიიჩნევა მიზეზად, მათ შორის არიან პასიური მწეველებიც, რადგან ისუნთქავენ კანცეროგენულ ნივთირებებს იმავე რაოდენობით, რამდენსაც აქტიური მწეველები. დაავადების განვითარების ძირითად ფაქტორს ასაკიც წარმოადგენს,  სიმსივნის განვითარებას ხელს უწყობს დაბინძურებული გარემო და რადიოაქტიური გამოსხივება. გენეტიკური ფაქტორები, ისე როგორც სხვა სიმსივნურ დაავადებებთან მიმართებაში, ამ შემთხვევაშიც საყურადღებოა.

 

გავრცელებული სიმპტომები

 

  • ხველა, რომელიც არ წყდება 3 კვირის განმავლობაში და შემდეგ
  • ხანგრძლივი ხველა, რომელიც მძიმდება დროთა განმავლობაში
  • სისხლიანი ნახველი
  • ტკივილის შეგრძნება სუნთქვის ან ხველების დროს
  • სუნთქვის უკმარისობა
  • დაქვეითებული მადა ან უეცარი წონის კლება

 

ნაკლებად გავრცელებული სიმპტომები

 

  • ხელის თითებზე ცვლილებები, მეტად მოხრილი ფალანგები
  • ყლაპვის დროს ტკივილი
  • ხრიალი
  • ოფლიანობა სახეზე და კისრის მიდამოებში
  • მუდმივი ტკივილი გულ-მკერდის და მხრის არეში.

 

რისკ ჯგუფში მყოფმა ადამიანებმა მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ საკუთარი თავის დაკვირვებას. უარი თქვით თამბაქოზე.  მოუსმინეთ საკუთარ ორგანიზმს - ხომ არ იღლებით უფრო მარტივად, შრომის უნარი ხომ არ დაგიქვეითდათ, სისუსტეს შენიშნეთ, რასაც კონკრეტილ მიზეზს ვერ უკავშირებთ?! დაძლიეთ ექიმთან ვიზიტის შიში.

ადრეული დიაგნოსტიკა სრულფასოვანი ცხოვრების შანსია.

 

ფილტვის კიბოს დიაგნოსტირება და მკურნალობა

 

მულტიდისციპლინური მიდგომა - შეუცვლელი მეთოდი, რომელსაც ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრის პროფესიონალთა ექიმების გუნდი თითოეული პაციენტის შემთხვევაში იყენებს. მკურნალობის ტაქტიკა და გეგმა ერთობლივი გადაწყვეტილების საფუძველზე დგება, თითოეული ექიმი თავისი პროფილის შესაბამისად ჩართულია პროცესში.

 

ქვეყნის წამყვანი რადიოლოგები ატარებენ კომპიუტერულ ტომოგრაფიას, კლინიკაში შესაძლებელია ენდობრონქული ულტრასონოგრაფია და ლიმფური კვანძების, სიმსივნეების ტრანსბრონქული ბიოფსია. სიმსივნის ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირება და დაავადების გავრცელების დადგენა შესაძლებელია პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფიის (PET/CT) მეშვეობით.

 

დროულად გააზრებული საფრთხე გადამწყვეტია ბრძოლის მოგებისთვის, არ გადადოთ ვიზიტი, დაგვიკავშირდით - 2 57 57 57!

 

გაზიარება