საკვერცხის კისტა – ყველაფერი, რაც მასზე უნდა იცოდეთ

15/05/2024

დაავადება საკვერცხის კისტა

იცოდით, რომ კისტა შესაძლოა სხეულის ნებისმიერ ადგილას წარმოიქმნას – კანქვეშ, რბილ ქსოვილებში, ლორწოვან გარსებზე თუ ორგანოებზე? ან ის თუ გსმენიათ, რომ ადამიანთა საკმაოდ დიდ ნაწილს რომელიმე ტიპის კისტა ერთხელ მაინც ჰქონია, მიუხედავად იმისა, უგრძნია ეს მას თუ არა. საქმე ისაა, რომ კისტა ზოგჯერ კლინიკურად არ ვლინდება და მკურნალობის გარეშე, თავისით ქრება. მეორე მხრივ, არსებობს კისტები, რომლებიც უსიამოვნო სიმპტომებსაც იწვევს და გართულებებსაც. 

 

 

 

რა არის კისტა?

 

კისტა თხელი გარსის მქონე ტომრის მსგავსი წარმონაქმნია, რომელიც შეიძლება სითხით, აირითა და ნახევრად მყარი მასალებით იყოს სავსე. ის, უმეტესად, კეთილთვისებიანი ბუნებისაა, თუმცა არასათანადო ყურადღების შემთხვევაში არცთუ იშვიათია კისტის გასკდომა, გადაგვარება თუ სხვა ტიპის გართულებები.

 

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საკვერცხის კისტაა, სწორედ ამიტომ ბლოგში მასზე უფრო დეტალურად ვისაუბრებთ, ამასთანავე, გავეცნობით მისი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გზებს. 

 

 

საკვერცხის კისტა

 

საკვერცხის კისტა საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა რეპროდუქციული ასაკის ქალებში. ის საკვერცხის ზედაპირზე, უფრო რთულ შემთხვევებში კი, მის შიგნით ფორმირდება. საკვერცხის კისტა სითხით, სისხლითა და ლორწოთი სავსე წარმონაქმნს წარმოადგენს.  

 

ბევრი ქალი მისი არსებობის შესახებ ვერც იგებს, რადგან არ ვლინდება სიმპტომებით და მათი აღმოჩენა უმეტესად რუტინული გინეკოლოგიური კვლევების დროს ხდება. საკვერცხის კისტის ზოგიერთი ტიპი არც ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს და რამდენიმე თვეში თავისით გაიწოვება. ზოგიერთი კი, პირიქით, სახიფათოა და შესაძლოა უშვილობის ან სიმსივნის გამომწვევი მიზეზიც კი გახდეს. მათ, როგორც წესი, მენსტრუალური ციკლის ადრე დაწყება, აბორტები, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევები, ანთება და ინფექციები იწვევს. 

 

 

დაავადების ტიპები

 

საკვერცხის კისტის ორ ძირითად ტიპს განასხვავებენ, ესენია:

 

  • ფუნციური კისტა - ის საკვერცხის კისტის ყველაზე გავრცელებული ფორმაა და წარმაოდგენს მენსტრუალური ციკლის ნაწილს, ამიტომ არ საჭიროებს მკურნალობას.
  • პათოლოგიური კისტა - ის უჯრედების არანორმალური ზრდით არის გამოწვეული და არ რის დაკავშირებული მენსტრუალურ ციკლთან. ამ ტიპის კისტები შეიძლება განვითარდეს მენოპაუზის დაწყებამდე და მის შემდეგ. განარჩევენ როგორ მათ კეთილთვისებიან სახეობებს, როგორებიცაა ენდომეტრიული კისტა, დერმოიდული კისტა და საკვერცხის ფიბრიომა, ისე სახეობებს, რომლებსაც აქვს ავთვისებიანად გადაგვარების პოტენციალი. ასეთებია, ცისტოდენომა და მუცინოზური კისტა.

 

👉 კიბოს დიაგნოსტიკა თოდუაში - ჩაიტარეთ გამოკვლევები ულტრათანამედროვე აპარატურით და მიიღეთ ზუსტი დიაგნოზი.

 

 

საკვერცხის კისტის სიმპტომები

 

საკვერცხის კისტას ახასიათებს ისეთი სიმპტომები, როგორებიცაა:

  • მოვლითი ტკივილი მენჯის არეში, რომელიც შეიძლება გადაეცემოდეს წელისა და თეძოების მიდამოებს;
  • არამენსტრუალური სისხლდენა საშვილოსნოდან;
  • არარეგულარული მენსტრუალური ციკლი, მტკივნეული, ჭარბი ან შემცირებული მენსტრუაცია;
  • ქაჩვითი ან ყრუ ტკივილი მუცლის ქვედა არეში, რომელიც, ასევე, შეიძლება იგრძნობოდეს სქესობრივი აქტის ან ფიზიკური დატვირთვის დროს;
  • სისხლის მიმოქცევის გაძლიერება სარძევე ჯირკვლებში;
  • მუცლის შებერილობა, შეშუპება ან სიმძიმე;
  • გახშირებული შარდვა;
  • მაღალი ტემპერატურა;
  • ზოგიერთ შემთხვევებში წონაში მატება;
  • შვილოსნობასთან დაკავშირებული პრობლემები და სხვა. 

 

👉 გაიარეთ ჩექაფი თოდუაში და თავიდან აიცილეთ დაავადებების რთული ფორმები.

 

 

საკვერცხის კისტა და ორსულობა 

 

საკვერცხის კისტა, იშვიათად, თუმცა მაინც შეიძლება იქცეს დაორსულების ხელისშემშლელ ფაქტორად. თუკი კისტა დიდი ზომისაა ან განლაგებულია საკვერცხის გარკვეულ უბნებში, მან შეიძლება გაართულოს კვერცხუჯრედის საშვილოსნოში შეღწევა. მოზრდილმა ან მრავლობითმა კისტებმა შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები ორსულობის პერიოდშიც, მაგალითად, ნაყოფის არასწორი პოზიცია, ნაადრევი მშობიარობა, მშობიარობის პროცესის გართულება და ა.შ. 

 

ამიტომ საკვერცხის კისტების არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია სპეციალისტის მიერ ორსულობის პროცესის მონიტორინგი და წარმონაქმნების პერიოდული შეფასება რისკებისგან თავის დაზღვევის მიზნით. 

 

👉 გაიცანით ჩვენი ექიმები და ანდეთ თქვენი ჯანმრთელობა პროფესიონალებს.

 

 

 

დიაგნოსტიკა და მკურნალობა

 

საკვერცხის კისტის დიაგნოსტიკა გინეკოლოგთან კონსულტაციით იწყება. თუკი სპეციალისტს ეჭვი გაუჩნდება, ნიშნავს ულტრაბგერით გამოკვლევას, რისი მეშვეობითაც ხდება კისტის ვიზუალიზაცია და მისი ადგილმდებარეობის დადგენა. ინიშნება ლაპარასკოპიაც, რომელიც კისტის ვიზუალური შეფასების გარდა, ბიოფსიისთვის მასალის აღების შესაძლებლობასაც იძლევა. ბიოფსია ადგენს წარმონაქმნი კეთილთვისებიანია თუ არა.

 

საჭიროების შემთხვევაში კი ტარდება კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიებიც. საკვერცხის კისტის სრულფასოვანი დიაგნოსტიკისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია სისხლის ანალიზებიც, რომელთა მეშვეობითაც ხდება ჰორმონული სტატუსის განსაზღვრა და ანთების არსებობის ან არარსებობის დადგენა. აგრეთვე, ტარდება ტესტები ონკომარკერებზე. 

 

რაც შეეხება მკურნალობას, ის არ ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ კისტა მცირე ზომისაა და არ უქმნის პაციენტის ჯანმრთელობას საფრთხეს. თუმცა საჭიროა მისი მონიტორინგი და სპეციალისტის მიერ განსაზღვრული პერიოდულობით ულტრაბგერითი გამოკვლევებისა და სისხლის ანალიზების ჩატარება. საჭიროების შემთხვევაში კი შეიძლება დაინიშნოს შესაბამისი პრეპარატები.

 

საკვერცხის კისტის ოპერაცია გამართლებულია იმ შემთხვევაში, თუ წარმონაქმნი დიდი ზომისაა და არ ექვემდებარება მედიკამენტურ მკურნალობას. აგრეთვე, თუ არის სიმპტომური ან/და არსებობს მისი ავთვისებიან სიმსივნედ გადაგვარების შანსი. ქირურგიული ოპერაციის დროს ამოიკვეთება კისტა საკვერცხის დაზიანებულ ნაწილთან ერთად ან ხდება იმ საკვერცხის სრული ამოკვეთა, რომელზეც წარმონაქმნია განთავსებული. 

 

სრულფასოვანი გამოკვლევისა და ეფექტიანი მკურნალობისთვის ჩაეწერეთ თოდუას კლინიკის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გინეკოლოგ ნინო ჩოგოვაძესთან ან დაჯავშენთ თქვენთვის სასურველ ექიმთან ვიზიტი მარტივად ონლაინ ან ტელეფონის საშუალებით. 

გაზიარება