კიბოს დიაგნოსტიკა

24/01/2024

კიბოსა და სიმსივნის დიაგნოსტიკის მომსახურება

ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია, ზუსტად განისაზღვროს სიმსივნის სახეობა, მისი მორფოლოგიური მახასიათებლები, გავრცელების არეალი, სტადია და სრული სურათის შეფასებისთვის აუცილებელი სხვა კრიტერიუმები. არანაკლებ მნიშვნელოვანია, მკურნალობის მიმდინარეობაზე და შუალედურ შედეგებზე დაკვირვება და მისი დინამიკაში შეფასება, რათა საჭიროების შემთხვევაში მოხდეს მკურნალობის ტაქტიკის ცვლილება. ზუსტი დიაგნოზის დასმასა თუ მკურნალობის მონიტორინგს, მნიშვნელოვნად ამარტივებს დღეს არსებული ულტრათანამედროვე ტექნოლოგიები, რომლებიც თოდუას კლინიკაშია დანერგილი.

 

 

ინსტრუმენტული გამოკვლევები კიბოს დიაგნოსტიკისთვის

თოდუას კლინიკაში ონკოპაციენტებს უტარდებათ ყველა ტიპის რადიოლოგიური კვლევა, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც მხოლოდ მსოფლიოს მოწინავე კლინიკებშია ხელმისაწვდომი.

 

ჩვენთან კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღება ისეთი უახლესი თაობის აპარატებითაა შესაძლებელი, როგორებიცაა:

 

  • Somatom Force
  • Somatom go.Top
  • Somatom Definition Edge
  • Somatom Definition Edge Plus

 

აპარატები იძლევა უმაღლესი ხარისხის გამოსახულებას, რაც პათოლოგიების გამოვლენასა და მათ დეტალურად შესწავლას მნიშვნელოვნად ამარტივებს. ამასთან ერთად, მათ გააჩნიათ ინოვაციური პროგრამული უზრუნველყოფა, რაც, ასევე, ეხმარება რადიოლოგს მეტი ინფორმაციის მიღებასა და მის სწორად ინტერპრეტირებაში. აღსანიშნავია, რომ თოდუას კლინიკა იყო პირველი, ვინც რეგიონში 1991 წელს, კომპიუტერული ტომოგრაფიის მიმართულება დანერგა.

 

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩასატარებლად ჩვენთან ფირმა Siemens-ის ულტრათანამედროვე აპარატურა გამოიყენება. მათი ინოვაციური მახასიათებლების დამსახურებით შესაძლებელია დადგინდეს როგორც სტრუქტურული, ისე ფუნქციურ ცვლილებები ადამიანის ორგანიზმში. კვლევის ეს მეთოდი ხშირ შემთხვევაში კიბოს დიაგნოსტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.

 

სიმსივნის აღმოჩენასა თუ პათოლოგიების უკეთ შესასწავლად არანაკლებ მნიშვნელოვანია ულტრაბგერითი გამოკვლევები, რომლებიც თოდუას კლინიკაში Canon-ის პრემიუმ კლასის ტექნიკით წარიმართება. მათი მთავარი უპირატესობაა სუფთა გამოსახულება და უმცირესი დეტალების ვიზუალიზაცია, რაც სპეციალისტს პროცესების შესწავლა-დაკვირვებაში უდიდეს დახმარებას უწევს. უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტულ ასაკობრივ ჯგუფებში სწორედ ულტრაბგერითი კვლევითაა შესაძლებელია სარძევე ჯირკვლის სიმსივნის დიაგნოსტირება.

 

ონკოლოგიური დაავადებების დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად არის მიჩნეული პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფიაც. მისი მეშვეობით შესაძლებელია არა მხოლოდ სიმსივნური უჯრედებისა და ქსოვილების ადრეულ სტადიაზე აღმოჩენა, არამედ კიბოს გავრცელების ხარისხის დადგენა, პათოლოგიების დიფერენცირება, ბიოფსიისთვის საუკეთესო ლოკალიზაციის შერჩევა და სხვა. თოდუას კლინიკაში წარმოდგენილი პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფიის აპარატურა მრავალი ინოვაციური მახასიათებლით გამოირჩევა. FDG ფარმპრეპარატი საშუალებას გვაძლევს, დავადგინოთ ნებისმიერი წარმონაქმნის სიმსივნური აქტივობა, რითაც აღნიშნული კვლევა უპირატესია სხვა დანარჩენზე.

 

ენდოსკოპიური კვლევები კი, რომლებიც მრავალი ტიპის კიბოს ადრეულ გამოვლენას უზრუნველყოფს, თოდუას კლინიკაში OLYMPUS-ის უახლესი თაობის ენდოსკოპიური აპარატით – Evis X1-ით წარიმართება. აღნიშნული აპარატი დღეს კიბოსწინარე დაავადებებისა და სიმსივნური წარმონაქმნების დიაგნოსტირებაში ოქროს სტანდარტად არის მიჩნეული. მისი ინოვაციური ფუნქციების დამსახურებით, ენდოსკოპიური პროცედურის პარალელურად, შესაძლებელია ულტრაბგერითი კვლევის ჩატარება. ულტრაბგერითი აპარატი აღჭურვილია სპეციალური საბიოფსიე ნემსით, რომლის საშუალებითაც ბიოფსიის აღება ულტრაბგერითი კონტროლითაა შესაძლებელი პანკრეასიდან, რეტროპერიტონეალური სივრციდან.

 

ულტრათანამედროვე ლაბორატორია კიბოს დიაგნოსტიკისთვის

 

თოდუას კლინიკაში ფუნქციონირებს მოლეკულური დიაგნოსტიკისა და ონკოგენეტიკის ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია Thermofisher Scienific-ის წარმოების მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურით. ლაბორატორიაში დგინდება:

 

  • თანდაყოლილი და შეძენილი გენეტიკური მუტაციები
  • სხვადასხვა დაავადების მიმართ გენეტიკური მიდრეკილებები
  • ტარგეტული თერაპიის ეფექტურობა კონკრეტული პაციენტებისთვის და ა.შ.

 

კლინიკაში წარმოდგენილია პათომორფოლოგიური დიაგნოსტიკის ლაბორატორიაც, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე LEICA-ს ფირმის აპარატურითა და ციფრული მიკროსკოპებით. ლაბორატორია სპეციალისტს ეხმარება:

 

  • სიმსივნის ჰისტოგენეზისა და პირველადი კერის დადგენაში
  • სიმსივნური უჯრედების თვისებების შესწავლაში
  • პათოლოგიის მახასიათებლების ცვლილებებზე დაკვირვებაში
  • ჰორმონული და ქიმიოთერაპიული პრეპარატების მიმართ სიმსივნური ქსოვილების მგრძნობელობის განსაზღვრაში და სხვა.

 

ზემოთ ჩამოთვლილი უპირატესობების გათვალისწინებით, დღეს კიბოს დიაგნოსტიკა თბილისში ისეთივე წარმატებით წარიმართება, როგორც მსოფლიოს დიდ და მოწინავე ქვეყნებში. ამასთან ერთად, თოდუას კლინიკა ხშირად არის ერთ-ერთი პირველი,  ვინც რეგიონში კვლევის ახალ მეთოდებსა და უახლეს ტექნოლოგიებს ნერგავს. სწორედ ამიტომ, ის დიდი ნდობით სარგებლობს, როგორც ქართველ პაციენტებში, ისე რეგიონის სხვა ქვეყნების მოქალაქეებში.

 

თუ გსურთ გაიგოთ ონკოლოგიაზე მეტი გაეცანით მოცემულ სტატიას.

გაზიარება