თოდუას კლინიკის ციფრული ინოვაციები

15/08/2025


„თოდუას კლინიკის“ მთავარი ხაზი ტრადიციებისადმი ერთგულებაა _ აქ მედიცინა, ურთიერთობები და მართვაც კი ტრადიციებს ეფუძნება, თუმცა კლინიკის მენეჯმენტს ინოვაციების დანერგვაში ეს ხელს არ უშლის. უფრო მეტიც, „თოდუას კლინიკას“  სხვებისგან ისიც გამორჩევს, რომ აქ ტრადიციას ინოვაციები ბუნებრივად ერწყმის და შედეგად პაციენტები სულ სხვა დონის სერვისს იღებენ. პირველობა ხომ „თოდუას კლინიკისთვის“ გენეტიკურ კოდად იქცა...და   სამედიცინო სფეროში  AI,  ანუ ხელოვნური ინტელექტიც პირველად სწორედ აქ დაინერგა.ყველა სიახლე ინფორმაციული ტექნოლოგიების შიდა გუნდის მიერ არის შექმნილი,  რაც თოდუას კლინიკის ციფრულ ინოვაციებს შეუქცევად განვითარებას და სამედიცინო სფეროში  ლიდერობას უზრუნველჰყოფს.