გახდი თოდუას კლინიკის გუნდის წევრი

13/05/2022
 
 
 
თოდუას კლინიკის გუნდის წევრობა ნიშნავს პროფესიონალებთან მუშაობის შესაძლებლობას, სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს, მსოფლიოს წამყვან კლინიკებთან, სასწავლო ცენტრებთან მჭიდრო კავშირსა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
 
 
დაარსების დღიდან თოდუას კლინიკა ხელმძღვანელობს ერთ-ერთ მთავარი ღირებულებით - ხელი შეუწყოს ახალგაზრდა ექიმებს კარიერულ განვითარებასა და წინსვლაში!
 
 
 ახალგაზრდა სპეციალისტებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა დასაქმდნენ მრავალწლიანი ისტორიისა და გამოცდილების მქონე, რეგიონში წამყვან კლინიკაში, სხვადასხვა მიმართულებით:
  •  ნევროლოგია
  • გინეკოლოგია
  •  უროლოგია
  • ნეფროლოგია
  • ექოსკოპია
  • ლაბორატორიული მედიცინა
  • ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგია
  • ენდოსკოპია
  • ფსიქიატრია
 
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected]
გაზიარება