ტექნოლოგიები

VARIAN TRUEBEAM

სხივური თერაპიის სისტემა Truebeam-ში ინტეგრირებულია სპეციალური კომპიუტერული ტომოგრაფი 3D გამოსახულების მიღებისა და მკურნალობის ტექნოლოგიების სინქრონიზაციით, რომლის საშუალებით პაციენტს უტარდება ზუსტ გამოსახულებაზე დაფუძნებული სხივური თერაპია. ეს უახლესი ტექნოლოგიები საშუალებას გვაძლევს გაცილებით მეტი სიზუსტით, ჯანმრთელი ორგანოებისა და ქსოვილების დაცვით მოხდეს სამიზნე უბნის მაქსიმალური დასხივება. 

 

აპარატი პაციენტებს უადვილებს სამკურნალო პროცედურებს, რადგან მოცემული უახლესი ტექნოლოგიები უზრუნველყოფს დასხივების პროცედურის სწრაფ ჩატარებას; შესაბამისად, პაციენტს აღარ სჭირდება მკურნალობის დროს ხანგრძლივად იყოს შეზღუდული. აპარატის სისტემა აკონტროლებს დასხივების პარამეტრების სიზუსტეს ყოველ 10 მილიწამში სხივური თერაპიის მთელი ციკლის განმავლობაში. ექიმებს აქვთ რამდენიმე პათოლოგიური კერის ერთდროულად დასხივების შესაძლებლობა, ირგვლივ მდებარე ჯანმრთელი ქსოვილების მაქსიმალური დაცვით.

 

აპარატურა უზრუნველყოფს სუნთქვასთან სინქრონიზებულ სხივურ თერაპიას, რაც კლინიცისტებს პაციენტის სუნთქვით ციკლთან მიმართებაში სიმსივნის მდებარეობის კორელაციის საშუალებას აძლევს.

გაზიარება

სხვა ტექნოლოგიები