ტესტოსტერონი: ანალიზი და ნორმები
ტესტოსტერონი სასქესო ჰორმონია, რომელსაც როგორც მამაკაცის, ისე ქალის ორგანიზმი გამოიმუშავებს. ტესტოსტერონის ნორმალური დიაპაზონი დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, სქესა და ლაბორატორიულ მეთოდოლოგიაზე. მაღალი ტესტოსტერონი ქალებში შეიძლება პოლიკისტოზურ საკვერცხეებზე მიუთითებდეს, ხოლო კაცებში დაბალი მაჩვენებელი ჰიპოგონადიზმზე. ანალიზი სისხლიდან კეთდება.
შესაძლოა ზოგჯერ გრძნობდეთ, რომ საკუთარი სხეული არ გემორჩილებათ და ამას ათას სხვადასხვა მიზეზს აბრალებდეთ. მაგალითად, გადაღლას, სტრესს ან უძილობას. ამ ყველაფრის უკან შესაძლოა ერთი ჰორმონი - ტესტოსტერონი იდგეს. ტესტოსტერონი მონაწილეობს რეპროდუქციული ფუნქციის, კუნთოვანი მასის, ძვლის მეტაბოლიზმისა და ზოგიერთ ფსიქო-ემოციურ პროცესში. ჰორმონული ცვლილებები ხშირად ნელა ვითარდება და სხვადასხვა არასპეციფიკური სიმპტომით შეიძლება გამოვლინდეს. ამიტომ დარღვევის პირველივე სიმპტომების აღმოჩენისას სპეციალისტს უნდა მიმართოთ.
რა არის ტესტოსტერონი?
ეს არის ანდროგენების ჯგუფის მთავარი წარმომადგენელი, რომელსაც ხშირად „მამაკაცურ ჰორმონს“ უწოდებენ, თუმცა ის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქალის ორგანიზმისთვისაც. ტესტოსტერონი ჰორმონი დიდ როლს თამაშობს ადამიანის ფიზიკურ და ემოციურ ჯანმრთელობაში.
საინტერესოა, თუ სად წარმოიქმნება ეს ჰორმონი.
- კაცებში: ძირითადად, სათესლე ჯირკვლებში (ლეიდიგის უჯრედებში).
- ქალებში: მცირე რაოდენობით საკვერცხეებში და თირკმელზედა ჯირკვლებში.
ტესტოსტერონი პასუხისმგებელია ისეთ სასიცოცხლო პროცესებზე, როგორიცაა:
- კუნთოვანი მასა და ძვლის სიმკვრივე: ხელს უწყობს ცილების სინთეზს და მინერალიზაციას;
- ლიბიდო: განსაზღვრავს სექსუალურ ლტოლვას ორივე სქესში;
- სპერმატოგენეზი: აუცილებელია კაცებში რეპროდუქციული ფუნქციისთვის;
- ენერგია და განწყობა: მოქმედებს ფსიქო-ემოციურ მდგრადობასა და ზოგად ტონუსზე.
განასხვავებენ საერთო ტესტოსტერონსა და თავისუფალ ტესტოსტერონს.
სისხლში ტესტოსტერონის უდიდესი ნაწილი (დაახლოებით 98%) დაკავშირებულია სპეციალურ ცილებთან (ალბუმინი და სტეროიდშემაკავსირებელი გლობულინი - SHBG ). თავისუფალი ტესტოსტერონი არის ჰორმონის ის მცირე ნაწილი, რომელიც არ არის ცილებთან მიბმული და უჯრედებზე უშუალოდ ზემოქმედებს. პირველადი შეფასებისთვის ხშირად საერთო ტესტოსტერონი გამოიყენება, ხოლო თავისუფალი ტესტოსტერონი და SHBG-ის განსაზღვრა გარკვეულ კლინიკურ სიტუაციებში დამატებით ინფორმაციას იძლევა.
ტესტოსტერონი ნორმა - კაცებში და ქალებში
ჰორმონალური ბალანსის შესაფასებლად აუცილებელია ვიცოდეთ, რა არის ტესტოსტერონი ნორმა. მაჩვენებლები ადამიანის ასაკის, სქესისა და ლაბორატორიული მეთოდების მიხედვით იცვლება.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ტესტოსტერონი კაცებში პიკს აღწევს 20-25 წლის ასაკში, ხოლო 30 წლის შემდეგ მისი დონე ყოველწლიურად დაახლოებით 1%-ით მცირდება. ტესტოსტერონი ქალებში ასევე დამოკიდებულია მენსტრუალური ციკლის ფაზაზე. ამიტომ, ანალიზის ჩაბარების ექიმთან დრო წინასწარ უნდა შეთანხმდეს.
ტესტოსტერონი კაცებში - დაბალი ტესტოსტერონის ნიშნები
როდესაც ტესტოსტერონი კაცებში ნორმაზე დაბალია, სიმპტომებთან და განმეორებით დაბალ მაჩვენებელთან ერთად, ეს მდგომარეობა შესაძლოა ჰიპოგონადიზმზე მიუთითებდეს. ეს შეიძლება ასაკობრივი ან სხვადასხვა პათოლოგიით გამოწვეული იყოს.
ძირითადი სიმპტომები შემდეგია:
- ლიბიდოს მკვეთრი შემცირება: სექსუალური ინტერესის დაკარგვა;
- ერექტილური დისფუნქცია: პრობლემები ერექციასთან დაკავშირებით;
- ფიზიკური ცვლილებები: კუნთოვანი მასის დაკარგვა და ცხიმოვანი მასის მომატება. განსაკუთრებით მუცლის არეში;
- ფსიქოლოგიური ფონი: ქრონიკული დაღლილობა, ენერგიის ნაკლებობა, განწყობის ცვალებადობა;
- ძვლის სიმკვრივის შემცირება: ოსტეოპოროზის რისკის გაზრდა.
დაბალი ტესტოსტერონის მიზეზები შეიძლება იყოს: სიმსუქნე, ქრონიკული სტრესი, ზოგიერთი მედიკამენტის მიღება ან უროლოგიური პრობლემები. თუ აღნიშნულ სიმპტომებს ამჩნევთ, აუცილებელია ტესტოსტერონი ანალიზი ჩაიტაროთ.
მაღალი ტესტოსტერონი ქალებში - მიზეზები და სიმპტომები
ტესტოსტერონი ქალებში მცირე რაოდენობითაა საჭირო, თუმცა მისი მატება (ჰიპერანდროგენია) სერიოზულ დისკომფორტს იწვევს. ახლა ინფორმაციას სწორედ ამ საკითხის შესახებ გაგაცნობთ.
შესაძლოა შემდეგი სიმპტომები გამოვლინდეს:
- აკნე და გამონაყარი: კანის ცხიმიანობის მომატება;
- ჰირსუტიზმი: თმიანობა მამაკაცური ტიპით (სახეზე, მკერდზე, ზურგზე);
- ალოპეცია: თმის ცვენა თავის არეში;
- მენსტრუალური ციკლის დარღვევა: არარეგულარული მენსტრუაცია ან მისი სრული გაქრობა;
- ნაყოფიერების პრობლემა: დაორსულების სირთულე.
ძირითადი მიზეზებია:
- პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი (PCOS): ყველაზე გავრცელებული მიზეზია, რომლის დროსაც ოვულაცია ფერხდება;
- თირკმელზედა ჯირკვლის ჰიპერპლაზია: გენეტიკური ან შეძენილი დარღვევები;
- ინსულინ რეზისტენტობა: ხელს უწყობს ანდროგენების ჭარბ წარმოებას.
ბევრ ადამიანს აინტერესებს, როგორ შევამციროთ ტესტოსტერონი? ამ კითხვაზე სრულყოფილი პასუხის გაცემა სპეციალისტს შეუძლია. მკურნალობა ყოველთვის გამომწვევი მიზეზის აღმოფხვრაზეა მიმართული. ეს შეიძლება მოიცავდეს ჰორმონალურ თერაპიას, წონის კორექციას და კვების რეჟიმის ცვლილებას. თვითმკურნალობა დაუშვებელია. საჭიროა გინეკოლოგის ან ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობა.
ტესტოსტერონის ანალიზი - საერთო და თავისუფალი
რასაკვირველია, დიაგნოსტიკის პირველი ეტაპი არის ტესტოსტერონი ანალიზი. საერთო ტესტოსტერონი გამოიყენება როგორც პირველადი სკრინინგ-კვლევა თავისუფალი ტესტოსტერონი ანალიზი ზოგიერთ კლინიკურ სიტუაციებში დამატებით გამოიყენება. ის ორგანიზმში ჰორმონის აქტიური ფრაქციის რაოდენობას უფრო ზუსტად ასახავს.
ხშირად, ჰორმონალური სურათის სრულად დასანახად, ექიმი სხვა კვლევებსაც ნიშნავს. ესენია: LH, FSH, SHBG, DHEA-S და პროლაქტინი. ასევე მნიშვნელოვანია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები, რადგან მათმა დისბალანსმა შესაძლოა სქესობრივ ჰორმონებზეც იმოქმედოს.
ტესტოსტერონის ანალიზი თოდუას კლინიკაში
თუ გაინტერესებთ ტესტოსტერონი ანალიზი ფასი ან გსურთ მაღალი სიზუსტის კვლევის ჩატარება, თოდუას კლინიკა ულტრათანამედროვე ლაბორატორიულ სერვისებს გთავაზობთ.
მნიშვნელოვანია, იცოდეთ, თუ როგორ უნდა მოემზადოთ კვლევისთვის.
- ანალიზი ბარდება დილით, უზმოზე (08:00-დან 10:00 საათამდე), რადგან განსაკუთრებით მამაკაცებში ტესტოსტერონის დონე დილით შედარებით მაღალია.
- ქალებისთვის რეკომენდებულია კვლევის ჩატარება მენსტრუალური ციკლის მე-3 – მე-5 დღეს. ამ შემთხვევაში, ექიმის მითითებით იხელმძღვანელეთ.
- ანალიზის წინა დღეს ფიზიკურ დატვირთვასა და ალკოჰოლის მიღებას მოერიდეთ.
აღსანიშნავია, რომ კვლევის ჩატარება შესაძლებელია თოდუას კლინიკის სამივე ფილიალში: ცენტრალურ ფილიალში, ვერაზე და დიღომში. ანალიზის - ტესტოსტერონი ფასი და სხვა დეტალები შეგიძლიათ ცხელ ხაზზე დააზუსტოთ.
ჩააბარეთ ტესტოსტერონის ანალიზი თოდუას კლინიკაში. დაგვირეკეთ ნომერზე 032 2 57 57 57.
ხშირად დასმული კითხვები
რა არის ტესტოსტერონის ნორმა ქალებში და კაცებში?
ტესტოსტერონის ნორმა კაცებში 270–1070 ნგ/დლ, ქალებში 15–70 ნგ/დლ. ნორმის დიაპაზონი დამოკიდებულია ასაკზე, ლაბორატორიის მეთოდოლოგიაზე და ქალებში - მენსტრუალური ციკლის ფაზაზე. კაცებში ტესტოსტერონი 30 წლის შემდეგ თანდათან მცირდება.
რატომ იმატებს ტესტოსტერონი ქალებში და როგორ შევამციროთ?
ქალებში ტესტოსტერონის მომატების ყველაზე ხშირი მიზეზი პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომია (PCOS). სხვა მიზეზებია: თირკმელზედა ჯირკვლის ჰიპერპლაზია და ინსულინ რეზისტენტობა. მკურნალობა მიმართულია ძირითად მიზეზზე და მოიცავს ჰორმონალურ თერაპიას, წონის კორექციას და ცხოვრების წესის ცვლილებას. აუცილებელია ენდოკრინოლოგის ან გინეკოლოგის კონსულტაცია.
რა განსხვავებაა საერთო და თავისუფალ ტესტოსტერონს შორის?
საერთო ტესტოსტერონი მოიცავს ცილებთან შეკავშირებულ და თავისუფალ ფრაქციას ერთად. თავისუფალი ტესტოსტერონი არის აქტიური ფორმა, რომელიც უშუალოდ მოქმედებს ქსოვილებზე.
