ქირურგიული გინეკოლოგია
განყოფილების ხელმძღვანელი - ნინო ჩოგოვაძე
გინეკოლოგიური საოპერაციო აღჭურვილია უახლესი თაობის აპარატურით და ინსტრუმენტებით. აღსანიშნავია 3D ლაპარასკოპია, რაც განაპირობებს საოპერაციო ველის საუკეთესო სივრცობრივ ვიზუალიზაციას და ქირურგიული მანიპულაციის სიზუსტეს. გინეკოლოგიური დაავადებები თანამედროვეობის აქტუალურ პრობლემად რჩება. მსოფლიო სტატისტიკური მონაცემებით გინეკოლოგიური პათოლოგია ვლინდება რეპროდუქციული ასაკის, ქალთა 60 %-ზე მეტში. ქალთა სასქესო ორგანოების ავთვისებიანი დაავადებები განსაკუთრებულ ადგილს იკავებს კლინიკურ ონკოლოგიაში. ყოველწლიურად მსოფლიოში რეგისტრირდება ერთ მილიონზე მეტი ონკოგინეკოლოგიური შემთხვევა. სწორედ ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გინეკოლოგიური დაავადებების ადრეული გამოვლენა, სწორი დიაგნოსტიკა და მკურნალობის ოპტიმალური ტაქტიკის შერჩევა.
თოდუას კლინიკის გინეკოლოგიურ განყოფილებაში მკურნალობა უტარდებათ პაციენტებს ისეთი პათოლოგიების დროს, როგორიცაა:
- უშვილობის ქირურგიული დიაგნოსტიკა და მკურნალობა
- სადიაგნოსტიკო ლაპაროსკოპია
- ფალოპის მილების გამავლობის შემოწმება და აღდგენა-ფიმბრიოპლასტიკა
- მცირე მენჯის შეხორცებების გათიშვა
- ენდომეტრიოზის ქირურგიული მკურნალობა
- საკვერცხის კისტების და სხვა კეთილთვისებიანი წარმონაქმნების ლაპაროსკოპიული ქირურგია
ჰისტეროსკოპია შემდეგი პათოლოგიების დროს:
- საშვილოსნოს ღრუს პოლიპები
- ენდომეტრიუმის ჰიპერპლაზია-საშვილოსნოს სუბმუკოზური კვანძი
- საშვილოსნოს ღრუს ჰისტეროსკოპიული პლასტიკა, საშვილოსნოს განვითარების მანკების დროს (საშვილოსნოს ღრუს არასრული და სრული ტიხარი, T- სებური საშვილოსნო).
საშვილოსნოს ტოტალური ამოკვეთა (ტოტალური ჰისტერექტომია)
- ლაპაროსკოპიულად
- მუცელკვეთით
- ვაგინალური მიდგომით
- საშვილოსნოს მიომა
- ადენომიოზი
- ოპერაციები გენიტალური პროლაფსის დროს
ონკო-გინეკოლოგიური პათოლოგიების ქირურგიული მკურნალობა ლაპაროსკოპიით და მუცელკვეთით
- საკვერცხის კიბო
- საშვილოსნოს ყელის ავთვისებიანი სიმსივნე
- საშვილოსნოს ტანის კიბო
- ვულვის კიბო