უროლოგიური განყოფილება აღჭურვილია ექსპერტული კლასის ულტრაბგერითი აპარატურით ფირმა Canon Apilo 300 და უახლესი დრეკადი ვიდეოცისტოსკოპით (ფირმა-Olympus)
ქირურგიული უროლოგიის განყოფილება აღჭურვილია ფირმა STORZ-ის და OLYMPUS-ის უახლესი თაობის ლაპაროსკოპიული ნაკრებით და თანამედროვე ენდოსკოპიური აპარატურით.
განყოფილება აღჭურვილია UNIPHY-ის (გერმანია), ბრიტანულ-ჩეხური BTL -ის და PHYSIOTOUCH-ის (ფინეთი) ფირმის უახლესი თაობის აპარატურით.
განყოფილებაში ტარდება ნებისმიერი სახის გამოკვლევები, დიაგნოსტიკა, მინი ინვაზიური პროცედურები და ოპერაციები.
თანამედროვე მედიცინა საშუალებას გვაძლევს შევასწოროთ სახის და სხეულის დეფექტები, როგორც ქირურგიული, ასევე თერაპიული მეთოდების საშუალებით. ამ სურვილების ასრულებაში ქალბატონებს და არამარტო ქალბატონებს თოდუას კლინიკის პლასტიკური ქირურგიის განყოფილება დაგეხმარებათ.
განყოფილება აღჭურვილია SIEMENS-ის უახლესი კომპიუტერული ტომოგრაფით - Somatom Definition Edge
ლაბორატორია აღჭურვილია Roche Diagnostics – Cobas E-411, Orgentec Diagnostics -Alegria აპარატურით.
კლინიკურ ლაბორატორიაში ტარდება: ბიოქიმიური, ჰემატოლოგიური, სისხლის შედედების სისტემის შესწავლა, შარდის მრავალმოდულიანი ანალიზი, ბიოლოგიური სითხეების შემადგენლობის განსაზღვრა ბიოქიმიური და პოლარიზაციული მეთოდებით.
ნეიროდიაგნოსტიკის/ნევროლოგიის განყოფილება გთავაზობთ ნერვული სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკის და კონსერვატიული მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს. ჩვენი ექიმები მუშაობენ ნეირორადიოლოგიის და ნეიროქირურგიის განყოფილებებთან მჭიდრო კავშირში, რაც უზრუნველყოფს პრობლემისადმი კომპლექსურ, მულტიდისციპლინურ მიდგომას.