ბლოგი

02/12/2025

ფილტვის კიბო - სიმპტომები და პრევენციის გზები

ფილტვის კიბო წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ და საშიშ ონკოლოგიურ დაავადებას მსოფლიოში. მიუხედავად თანამედროვე მედიცინის მიღწევებისა, ეს დაავადება კვლავ რჩება წამყვან ადგილზე კიბოსგან გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლებში. თუმცა, სამედიცინო პრაქტიკა მკაფიოდ აჩვენებს: ფილტვის კიბოს ადრეული დიაგნოზი არის გადამწყვეტი ფაქტორი პაციენტის გადარჩენის თვალსაზრისით. დროული აღმოჩენა არა მხოლოდ ზრდის გამოჯანმრთელების შანსებს, არამედ მნიშვნელოვნად ამცირებს სერიოზული გართულებებისა და ფატალური შედეგის რისკს.
სრულად ნახვა
27/11/2025

მსხვილი ნაწლავის ადენოკარცინომა

მსხვილი ნაწლავის სიმსივნე ამ ორგანოში ყველაზე გავრცელებული ჰისტოლოგიური პრობლემაა. დაავადება უმეტესად პატარა პოლიპით იწყება, ლორწოვანზე ამოზნექილი წარმონაქმნით, რომელიც წლების განმავლობაში თანდათან შეიძლება ავთვისებიანად გარდაიქმნას. ეს ცვლილება სწრაფად არ ხდება და შეიძლება წლებიც დასჭირდეს, რათა კეთილთვისებიანი უჯრედები აგრესიულ, ინვაზიურ სიმსივნედ იქცეს. სწორედ ამ ნელ პროცესში დგას პრევენციის ძალა ჩვენს მხარეს: როცა კოლონოსკოპია დროულად ტარდება, პოლიპების აღმოჩენა და მათი მოცილებაც კი ბევრად უმტკივნეულოა.
სრულად ნახვა
10/11/2025

ვინ არის საუკეთესო ონკოლოგი?

რატომ არის სწორი ექიმის პოვნა გადამწყვეტი? კიბოს მკურნალობა ინდივიდუალური გზაა და ამ გზაზე საუკეთესო სპეციალისტის ყოლა ერთ-ერთი მთავარი იარაღია. დიაგნოზის სიცხადე, სტადია, თანმხლები დაავადებები და თავად პაციენტის ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა ერთად განსაზღვრავს თერაპიის მიმდინარეობას. აქედან გამომდინარე, ყველაზე ძლიერი ონკოლოგი არ არის მხოლოდ ის, ვინც ყველაზე მეტ ოპერაციას ან მედიკამენტს ნიშნავს; ეს არის სპეციალისტი, რომელიც საერთაშორისო გაიდლაინებს ეყრდნობა, მულტიდისციპლინარული მიდგომის ძალას იყენებს და გადაწყვეტილებებს პაციენტთან ერთად იღებს.
სრულად ნახვა
04/11/2025

რა არის ანემია? - სიმპტომები და მკურნალობა

ანემია უბრალოდ ერთი დაავადება კი არა, ხშირად კომპლექსური პროცესების ნიღაბია - ქვეითდება ჰემოგლობინი, მაგრამ ამ ყველაფრის უკან შეიძლება კვებითი დეფიციტი, ქრონიკული სისხლდენა, ნუტრიენტების ათვისების დარღვევა ან ქრონიკული ანთებითი დაავადება იდგეს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ანემია და სიმპტომები, რითაც ისაა გამოხატული, ერთმანეთს უშუალოდ დავაკავშიროთ არა როგორც ერთი ეპიზოდი, არამედ როგორც ერტი დიდი სურათი: ორგანიზმი რაღაცას გვეუბნება, ჩვენ კი უნდა შევხედოთ ამ სიგნალებს, დროულად დავაზუსტოთ მიზეზი და ავირჩიოთ სწორი გზა - ჯერ მისი დიაგნოსტიკა და, თუკი დადასტურდა, რომ ეს არის ანემია - მკურნალობა.
სრულად ნახვა