04/11/2025
რა არის ანემია და რას ნიშნავს?
ანემია ხშირად თავად დაავადება კი არა, უფრო კომპლექსური პროცესის ნიღაბია. ჰემოგლობინი ქვეითდება, მაგრამ ამის უკან შეიძლება კვებითი დეფიციტი, ქრონიკული სისხლდენა, ნუტრიენტების ათვისების დარღვევა ან ქრონიკული ანთებითი დაავადება იდგეს. ამიტომ ანემიის მართვა ყოველთვის ერთი და იმავე თანმიმდევრობით მიდის: ჯერ მიზეზის დაზუსტება და დიაგნოსტიკა, შემდეგ კი ამ მიზეზზე მორგებული მკურნალობა. ამ სტატიაში განვიხილავთ, რა იწვევს ანემიას, რა სახეები არსებობს და როგორ დგინდება დიაგნოზი. თუ ძირითადად ნიშნები გაინტერესებთ, იხილეთ ანემიის სიმპტომები და ნიშნები.